x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შიშველი სოდომური წვეულების" მონაწილეები იძულებულები არიან საომარ ზონაში წავიდნენ
image

ჟურნალისტების თქმით, სკანდალური წვეულების ზოგიერთი სტუმარი მზადაა დანაშაული გამოსყიდოს.



ანასტასია ივლეევას მიერ მოწყობილი რეზონანსული "შიშველი" წვეულების ზოგიერთი სტუმარი, რომელიც გაიმართა გასული წლის 20 დეკემბერს მოსკოვის კლუბ "მუტაბორში", დათანხმდა წავიდეს საომარ ზონაში სკანდალურ წვეულებაში მონაწილეობის გამო "გამოსყიდოს დანაშაული".

image


როგორც ВЧК-ОГПУ იუწყება, მომღერალი გლიუკოზა (ნატალია ჩისტიაკოვა-იონოვა) და რეპერი T-killah (ალექსანდრე ტარასოვი), მაგალითად, გაემგზავრებიან "სპეცოპერაციის ზონაში."(ასე უწოდებენ რუსეთში დღემდე საომარ მოქმედებებს უკარაინაში)


ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ვარსკვლავებს უბრალოდ სხვა ვარიანტები "არ ეძლევათ" და ასეთი "მონანიება" მათ ეთერში დაბრუნებაში დაეხმარება. გარდა ამისა, არტისტები უკვე ფიქრობენ თავიანთ რეპერტუარზე და სასცენო იმიჯზე.


მანამდე რეპერმა Vacio (ნიკოლაი ვასილიევი) განაცხადა, რომ მზად იყო წავიდეს საომარ ზონაში თუ გამოსადეგი იქნება ფრონტის ხაზზე..

image

ის ამჟამად დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მას ასევე მიუვიდა უწყება სამხედრო კომისარიატიდან, სხვათა შორის მუსიკოსი ჯარში არ მსახურობდა.


ჟურნალისტები არ აკონკრეტებენ, კიდევ ვინ არის მზად საომარ ზონაში წასასვლელად, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ სკანდალური წვეულების მონაწილეთაგან უმრავლესობა.

image

სხვათა შორის, ფილიპ კირკოროვი დაინტერესებულთა შორის არ არის. არტისტი გაემგზავრა დუბაიში, სადაც ისვენებს "ძველი მეგობრების" გარემოცვაში, იმ იმედით, რომ ცოტა ხნით გაერიდება, სანამ არ ჩაცხრება სკანდალი.როგორც ცნობილია, "სოდომურ წვეეულებაში " მონაწილეობის გამო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მიმართა კულტურის სამინისტროს, რათა ფილიპ კირკოროვს სახალახო არტისტის წოდება ჩამოერთვას.(მიყევი ბმულს)


image



ამავდროულად, ვინც წავა ფრონტის ხაზზე, მიიღებს საშაულებას ჩაატაროს სრულფასოვანი წარმოდგენები რუსი მებრძოლების წინაშე და ექნებათ საქველმოქმედო მხარდაჭერა.


image


ამ ფონზე, ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც ასევე ესწრებოდა "შიშველ, სოდომურ " წვეულებას, 5 იანვარს თავის Telegram-ში დაწერა, რომ იგი განაახლებს პროექტს ბელგოროდის რეგიონიდან დევნილთა დასახმარებლად. მანამდე იგი ეხმარებოდა რეგიონიდან ჩამოსულ ხალხს შებეკინოს დაბომბვის დროს.

0
447
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0