x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სასწრაფოდაა კანონი შესაცვლელი, არასრულწლოვნები დაუსჯელობის გამო აწიოკებენ სავაჭრო ობიექტებს
image
ბოლო წლებია მკვეთრად იმატა არასრულწლოვნების მიერ სავაჭრო ობიექტების გაქურდვის ფაქტებმა, ასევე მკვეთრად იმატა კერძო პირების საკუთრებაში მყოფი მანქანების ძარცვის ფაქტებმა. შსს-ს მინისტრი კი ირონიულად აცხადებს, რომ კრიმინალის მატება არაა და კრიმინალური ქმედებები მოგონილია ოპოზიციის მიერ.


სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს ერთმანეთის "ჭამით" დაკავებული ოპოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმეე გვაქვს სავალალო რეალობასთან.


გარდა ამისა შსს-ს მინისტრი არაა ოპერატიული გამოცდილების მქონე, მისი გამოცდილება პირადი მცველის ცოდნას არ სცილდება.


ამ არასრულწლოვნების უკან დარწმუნებული ვარ დგას, გაცილებით "მსხვილფეხობა" ან კრიმინალური სამყაროდან ან სულაც კორუმპირებული ძალოვნებიდან.

უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ხელს არავის დავადებ კონკრეტულად, მაგრამ ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს-აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა, არასრულწლოვანი გარკვეულ ასაკამდე უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით, დაწესებულ ზღვარზე დაბალი ასაკის არასრულწლოვნების დანაშაულზე კი სასჯელი უნდა იყოს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა, რომელსაც დამნაშავის მშობლები გადაიხდიან.



მშობელი, რომელმაც არ იცის თუ სად "დაბოდიალობს" ღამით მისი არასრულწლოვანი შვილი, ათმაგად უნდა დაჯარიმდეს.


მშობელმა პასუხი უნდა აგოს შვილის საქციელზე, ჩემმა ბიჭმა სხვისი ნივთი, რომ მოიტანოს სახლში ჩემივე ხელით მივიყვან იქ, სადაც ჯერ არს.


ბოდიში მკითხელთან და ფეხსაცმლის ჭვინტზე" მკიდია კრიმინალური სამყარო, როცა მედიით ვუყურებ, ვიღაც ჭირიანი მაიმუნი როგორ აგინებს ვიღაცას ფულის შეწერის მიზნით, ვოცნებობ ის ჭირიანი ჩამივარდეს ხელში.

თუ არ გამკაცრდა კანონი ეს არასრულწლოვნები ბოშების ბავშვებივით გადაიქცევა მოუშორებელ ჭირად.


მე ჩემი მითქვამს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს!!!

0
322
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
322