x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხრიკები, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ

1. გაყინული ხორცის გალღობის დროს, ცოტა ძმარი დაასხით. ამის შემდეგ, ხორცი უფრო ნაზი იქნება და გალღობის პროცესი დაჩქარდება.image


2. წვნიანი თუ დაამლაშეთ, მასში გაფცქვნილი კარტოფილი ჩადეთ. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.image


3. თუ გაინტერესებთ, ახალია თუ არა კვერცხი, აიღეთ თასი და ჩაასხით წყალი, დაახლოებით, 10 სმ-ზე და კვერცხები შიგნით ჩაალაგეთ:

I. ახალი კვერცხი ფსკერზე დაეშვება;

II. თუ წყლიდან კვერცხის მხოლოდ ერთი ბოლო გამოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ეს კვერცხი უნდა იხმაროთ.

III. ზემოთ ამოსული კვერცხი ძველია და საკვებად არ გამოდგება.image


4. ტომარაში მოთავსებული კარტოფილს ღივები რომ არ გამოუვიდეს, შიგნით ვაშლი მოათავსეთ.image


5. იმისთვის, რომ გახსნილი რძე არ ამჟავდეს და დიდ ხანს შეინახოს, გახსნით თუ არა, მაშინვე ჩაყარეთ 1 მწიკვი მარილი.image


6. იმისთვის, რომ გაასუფთაოთ ნადებისგან ლარნაკის, ბოთლის ან დოქის შიდა კედლები და ძირი, ის წყლით აავსეთ და შიგნით 2 აბი ალკა–ზელტცერი ჩააგდეთ.image


7. ციტრუსის და პომიდვრის შენახვა მაცივარში არ შეიძლება, რადგან დაბალი ტემპერატურა უფუჭებს არომატს და საგემოვნო თვისებებს ამ პრეტენზიულ პროდუქტს.image


9. მარილი კერძს, მისი მთავარი ინგრედიენტის მიხედვით უნდა მოაყაროთ. თუ ინგრედიენტო ხორცია – მომზადების დასრულებამდე, 30–40 წუთით ადრე, თუ თევზია – მოხარშვის წინ, ხოლო, სოკოს შემთხვევაში – კერძის დასრულების შემდეგ.image


10. თუ ბატი-ბუტის მომზადებას აპირებთ, მარცვალი 10 წთ. წყალში ჩაალბეთ. შემდეგ გააშრეთ და ისე მოამზადეთ. ასე ბატი–ბუტი უფრო სწრაფად მომზადდება, უფრო ფუმფულა იქნება და გაუხსნელი მარცვალიც უფრო ნაკლები იქნება. გაგრძელება >>>image


image

სხვა სიახლეები:


* ინდოეთის მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და უცხოპლანეტელები ვიზიტი 6 000 წლის წინ

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (II ნაწილი)

* საოცარი ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
364
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0