x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (II ნაწილი)

ახალშობილები სამყაროს შავ-თეთრ ფერებში, ნაცრისფერ ელფერში, ხედავენ. შემდეგ კი, პირველი წითელი ფერი «ჩნდება». სწორედ ამიტომ «უყვართ» პატარებს წითელი საჩხაკუნოები.image



«ტიტანიკის» ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის, გემის შემქმნელი თომას ენდრიუსიც იყო. როდესაც ის მიხვდა, რომ გემი იძირებოდა, შუბლზე ხელი მიირტყა და თქვა: «ღმერთო, ვიცოდი, რომ ახალი, აისბერგის რეზისტენტული, ფოლადი უნდა გამომეყენებინა... მაგრამ არა, რამდენიმე პენი უნდა დამეზოგა...».image



კოლიბრის სიარული არ შეუძლია... სამაგიეროდ, შეუძლია ზურგის მიმართულებით, ანუ უკუღმა ფრენა.image



ბევრი თვლის, რომ კანარის კუნძულების სახელი, იქ მობინადრე ყვითელ ფრინველებს (კანარის ჩიტი, კანარელი (ლათ. Serinus canaria) რედ.) უკავშირდება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის – კუნძულების სახელი ფრინველებს დაარქვეს.

რაც შეეხება კუნძულის სახელს, ის ლათინური სიტყვისგან – canis-იდან მოდის, რაც — ძაღლს ნიშნავს. ეს სახელი კუნძულებს რომაელებმა დაარქვეს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ძაღლს აღმერთებდა.image



პირველი ლომბარდები საფრანგეთში XV ს. გაჩნდა, ლუი XI მეფობის (1461-1483) დროს. მას, ძირითადად, იტალიელები ხსნიდნენ, რომლებიც, უმეტესწილად, ლომბარდიის მხარიდან იყვნენ. სწორედ ამიტომ, დაერქვა საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც უკვე 5 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეს სახელი.image



როგორც მეცნიერები ამბობენ, სულ რაღაც, 6000 წლის წინ, ადგილი სადაც ახლა საჰარის უდაბნოა, ბალახით და ხე–მცენარეებით იყო დაფარული. მაგრამ, კლიმატის ცვლილებამ, ლანდშაფტის ცვლილება გამოიწვია და აღნიშნული ტერიტორია ქვიშიან უდაბნოდ აქცია. კვლევის შედეგების თანახმად, ასეთი რადიკალური ძვრები ბუნებაში, დაახლოებით, 23 000 წელიწადში ერთხელ ხდება.image



კომპანია Volkswagen–ი ნაცისტურ გერმანიაში 1938 წ. ჰიტლერის პირადი მოთხოვნის საფუძველზე დაარსდა. მან ხელმისაწვდომი მანქანის შემუშავება ბრძანა, რომლის ღირებულება 1000 რაიხსმარკაზე მეტი არ იქნებოდა და მისი შეძენას, გერმანელების უმრავლესობა შეძლებდა. ბრენდსაც სწორედ ამიტომ ეწოდა: «Volks-Wagen»–ი («სახალხო მანქანა»).image



ხელფრთიანები — ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომელსაც ფრენა შეუძლიათ.image



მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები და მამაკაცები სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. მაგ., მამაკაცისთვის 7 სხვადასხვა ტონალობის მწვანე, – მხოლოდ მწვანეა. ხოლო, ქალები ყველა ტონალობას ხედავენ. ეს განსხვავება, თვალებთან არ არის კავშირში და ის სქესთა შორის, ტვინის და ჰორმონების განსხვავებას უკავშირდება.image



აზრი იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ყოველდღიურად, 10 000 ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო, უარყოფილი იყო 17 000 ქალზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ.აღმოჩნდა, რომ სხეულზე დადებითი ეფექტის მოხდენა, დღეში 4 400 ნაბიჯს შეუძლია. ამ რიცხვის გადაჭარბებას, დამატებითი ეფექტი არ აქვს.image



ერთხელ ექიმს სთხოვეს, დაზიანებების სიმძიმის შეფასება, რომელიც ფილმების: «მარტო სახლში» და «მარტო სახლში –2» ბოროტმოქმედმა გმირებმა მიიღეს. ფილმების გაანალიზების შემდეგ, ექიმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათი ტრავმებიდან, მინიმუმ, 23 სასიკვდილო იყო.image



როგორც ცნობილია, ნებისმიერი მატერია ატომებისგან, ხოლო ატომი ცარიელი სივრცისგან შედგება. ყველა ადამიანის შემადგენელი ატომებიდან ცარიელი სივრცის გამორიცხვის შემთხვევაში, დედამიწის მთელი მოსახლეობა, ერთი ვაშლის ხელა სფეროში ჩაეტეოდა.image


გაგრძელება >>>

image

სხვა სიახლეები:


* და მაინც, რამდენი წელია რაც კაცობრიობა არსებობს?

* რა მოხდება, ჩვენმა ტვინმა 100%-ით რომ იმუშაოს?

* სამზარეულოს უმარტივესი ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0