x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ (III ნაწილი)

image


საჰარის უდაბნოს მხოლოდ მეოთხედია ქვიშით დაფარული — მისი უმეტესი ნაწილი კენჭოვანი ლანდშაფტია.


ინგლისური ანბან A — თი იწყება, მაგრამ თვლის დროს, ეს ასო–ბგერა, 1 000–მდე, საჭირო არ არის.


ძაღლები, მათთვის სასიამოვნო სუნს მარცხენა ნესტოთი შეიგრძნობენ, ხოლო სახიფათოს და არასასიამოვნოს — მარჯვენა ნესტოთი.


ყველაზე გრძელი ენა პლანეტაზე ჟირაფს აქვს — მისი ენა, დაახლოებით 50 სმ–ია.


აშშ–ს ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც McDonald’s–ის არცერთი ობიექტი არ არის. ეს ქ. მონპილიეა (ვერმონტის შტატი).


დადგენილია, რომ ყოველ ზაფხულს, ეიფელის კოშკი, 508 მილიმეტრით იზრდება. ეს სითბოზე, ლითონის გაფართოების თვისებით არის გამოწვეული.


ანანასის დატკბობა, მარილით შეიძლება. საქმე იმაშია, რომ მარილს საკვებში სიმწარის შემცირება შეუძლია. ამიტომ, ანანას სიტკბო სიმწარის შემცირების ხარჯზე ემატება და არა იმიტომ, რომ მასში სიტკბო გაიზარდა.


თუ ფულის ხარჯვა სხვადასხვა ლატარიებში მოგწონთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს სტატისტიკა: ლატარიაში დიდი მოგების შანსი, 1 – 200 მილიონზეა არის. ასე, რომ, თუ მორიგ ჯერზე, ბილეთის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს ინფორმაცია გაიხსენეთ.


პირველი სატრანსპორტო საშუალება, 1885 წელს კარლ ბენცმა გამოიგონა. მის მიერ შექმნილ ავტომობილს ყველა ის ელემენტი ჰქონდა, რაც თანამედროვე ავტომობილს აქვს: ბენზინზე მომუშავე ძრავა, ბორბლები, სალონი, საჭე, მუხრუჭები და გადაცემის კოლოფი.


ჩვენს სხეულზე, მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ორი ადგილი იზრდება. ეს — ყური და ცხვირი არის.


ბანანის ნაყოფი თავდაყირა იზრდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავიდან, ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს. მაგრამ, როდესაც ყვავილობა სრულდება, უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფი მზისკენ ბრუნდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ბანანს ბუმერანგის მაგვარი ფორმა აქვს.


«ფრანგულ კოცნას», თავად ფრანგები — «ინგლისურს» ეძახიან.


სისულელედ ჟღერს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა: ადამიანის გენეტიკური კოდის მსგავსება ბანანის გენეტიკურ კოდთან — 60 %–ია! ასე, რომ, ჩვენ და ბანანი, თითქმის, ნათესავები ვართ.


არქიტექტორმა და ცნობილი თავსატეხის — «რუბიკის კუბის» შემქმნელმა ერნო რუბიკმა, ერთხელ, ჟურნალისტებთან აღიარა, რომ თავის გამოგონებას, მისი შექმნის შემდეგ, თითქმის მთელი თვე აწყობდა. ამჟამად, ამ პოპულარული თავსატეხის აწყობის რეკორდი ოთხი წამია.


ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ტყუპები, შეიძლება, თითქმის სამი თვის ინტერვალით დაიბადონ! 2012 წელს ამერიკელ მარია ჯონოს–ელიოტს მშობიარობა, ვადაზე, 4 თვით ადრე დაეწყო. ექიმებმა პირველი ბავშვი მიიღეს... მეორემ კი, საშვილოსნოში დარჩენა გადაწყვიტა, იქ 87 დღე გაატარა და მხოლოდ შემდეგ მოევლინა ამ ქვეყანას.


მისი ლათინური სახელის – «Octōpoda»–ს გამო, რომელიც ორი ნაწილისგან – «რვა» და «ფეხისგან» შედგება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზღვების და ოკეანეების ამ ბინადარს, 8 ფეხი აქვს. სინამდვილეში, ფეხი მხოლოდ ორი აქვს, რომელსაც რვაფეხა ფსკერზე გადაადგილებისას იყენებს. ხოლო, დანარჩენი 6 საცეცი, ოფიციალურად, კლასიფიცირებულია, როგორც ხელები.
საზღვაო ბიოლოგიის დარგში, რვაფეხა ცნობილია როგორც ცხოველი, რომელსაც 2 ფეხი და 6 ხელი აქვს.


ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, სიცრუის აპარატის უტყუარობა, მეტად გადაჭარბებულია. ხოლო, შედეგი არაერთ ფაქტზეა დამოკიდებული. მათ შორის, ადამიანის გულწრფელობა – მთავარი, ნამდვილად, არ არის.


გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* უცნაური დამთხვევების ისტორიები

* რას აქცევენ ყურადღებას პირველი შეხვედრისას?

* ხრიკები, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0