x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მათ თავიანთ შემოქმედებას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს. განუკურნებელი მძიმე სენის მქონე ვარსკვლავები

image


ვარსკვლავებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. მათაც იგივე ორგანოები, სხეულის იგივე აგებულება და ისეთივე ტვინი აქვთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, და რა თქმა უნდა, სელებრითების ორგანიზმსაც შეიძლება ისევე მარტივად დაესხას თავს ვერაგი სენი, რომლისგანაც მათ "ოსკარიც" კი ვერ იხსნის. ზოგიერთი ცნობილი პიროვნება, რომელიც თავისი შემოქმედებით სისტემატურად გვახალისებს ყოველდღიურად ისეთ სერიოზულ დაავადებებს ებრძვის, რომლებიც მათ ფაქტობრივად სიკვდილ - სიცოცხლის ზღვარზე ამყოფებენ.



ბრიუს უილისი შუბლ-საფეთქლის დემენციით იტანჯება


image


შუბლ-საფეთქლის დემენცია ტვინის განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც ნეიროდეგენერაციული პათოლოგიის - ალცჰაიმერის მსგავსია, თუმცა მეხსიერების დაკარგვის გარეშე მიმდინარე, ხასიათდება ნეირონების პროგრესირებადი სიკვდილით ფრონტალურ და საფეთქლების არეში. მსახიობის ავადმყოფობა პროგრესირებს - მისი ახლობლების თქმით, "კერკეტი კაკალი" საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი ვეღარ სცნობს.




დომინიკ ფარუჯა - გაფანტული სკლეროზის მსხვერპლია


image


ოცდაათ წელზე მეტია დომინიკ ფარუჯა გაფანტული სკლეროზის მსხვერპლია, ეს გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში მოტორულ და სენსორულ ფუნქციებს აზიანებს. დღესდღეობით ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი და მსახიობი ეტლით გადაადგილდება.




სელინ დიონს იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს


image


მომ­ღე­რალ სე­ლინ დი­ონს იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (Stiff Person Syndrome) და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვასა და ტკი­ვილს იწ­ვევს. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ფორ­მა­ზე, ხოლო რო­დე­საც პროგ­რე­სირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სი­ა­რუ­ლი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის უნარს. მდგომარეობა, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აღენიშნება, იწვევს კუნთების სპაზმს და სიმტკიცეს, რამაც გავლენა შეიძლება მთელს სხეულზეც იქონიოს. სწორედ ამ სინდრომის გამო იყო ვარსკვლავმა კოვიდის შემდეგ სცენაზე დაბრუნება რომ ვეღარ შეძლო.




ლეტიცია მილო ენდომეტრიოზით იტანჯება


image


ლეტიცია მილოს ენდომეტრიოზის დიაგნოზი 27 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება, რომელიც 10 ქალიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება, მუცლისა და მენჯის არეში აუტანელ ტკივილს იწვევს, რომელიც საკმაოდ რთული ასატანია. ამ ავადმყოფობის გამო ვარსკვლავი ფიქრობდა, რომ ვერასოდეს გახდებოდა დედა, თუმცა 2017 წელს მან სტატისტიკის მოტყუება მოახერხა და დაორსულდა, 2018 წლის 14 მაისს მას ქალიშვილი შეეძინა.




კლარა ლუჩანის ესენციური ტრემორი აღენიშნება


image


ფრანგი მომღერალი კლარა ლუჩანი ესენციური ტრემორით იტანჯება, ეს გახლავთ ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ხშირად პარკინსონის დაავადებასთან ურევენ, თუმცა მისგან ის მაინც განსხვავდება. ესენციური ტრემორი იწვევს უკონტროლო კანკალს, მაგრამ ის არ წარმოადგენს სერიოზულ დაავადებას. მომღერალმა მის შესახებ პირველად 2022 წლის ნოემბერში ისაუბრა: "ყოველ წუთს მაკანკალებს. გამოხატული ტრემორი მაქვს და მიკროფონის კაბელი ხელების სტაბილიზაციის საშუალებას მაძლევს."- განაცხადა მომღერალმა ერთ - ერთ ინტერვიუში.




ცნობილი მსახიობი ჟან რენო ოც წელზე მეტია ტიპი 2 დიაბეტით იტანჯება


image


ცნობილი ფრანგი მსახიობი იძულებულია დღეში ორი ინსულინის ინექცია გაიკეთოს და საკუთარი რაციონიც ყურადღებით აკონტროლოს. ვარსკვლავი ფიქრობდა, რომ აღნიშნული დაავადების თავიდან აცილებას შეძლებდა, თუმცა ამაოდ: "ამ დაავადებისგან მამაჩემიც და დეიდაჩემიც იტანჯებოდნენ, ასე რომ ის მე მემკვიდრეობით მერგო, როგორც ექიმები ამბობენ, ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება მქონდა, მაგრამ ჩვენ, ადამიანები ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გადავურჩებით. თქვენც კარგად მოგეხსენებათ ადამიანის ბუნება: ადამიანები კვდებიან, მაგრამ არა მე", -აღიარა მსახიობმა 2017 წლის ივნისში.




ანჯელინა ჯოლი ბელის დამბლით იტანჯება


image


ანჯელინა ჯოლის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქოდა. 2017 წელს მას ბელის დამბლა განუვითარდა, რის გამოც მსახიობი ხშირად სისუსტესა და სახის ნაწილის უეცარ დამბლას უჩიოდა, მკურნალობის გავლის შემდეგ ამერიკელი კინომსახიობი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემები ამით არ ამოიწურება, ენჯი ასევე ჰიპერტენზიითაც იტანჯება, კინომსახიობი BRCA1 გენის გენეტიკური მუტაციის მატარებელია, რომელიც მკერდისა და საკვერცხის კიბოს განვითარებას იწვევს. მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან ასაცილებლად მან 2013 წელს პროფილაქტიკური მასტექტომია გაიკეთა.



ლედი გაგას ფიბრომიალგია აწუხებს


image


ეპატაჟური პოპ-ვარსკვლავი ფიბრომიალგიით იტანჯება, აღნიშნული ტკივილის სინდრომი ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, რომელსაც კუნთების ტკივილი, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და ძილის დროს დისკომფორტი ახასიათებს. მომღერალი იძულებული იყო დაავადების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარიერისთვის თავი დაენებებინა, დღესდღეობით კი როგორც ჩანს, მომღერალი თავს უკეთ გრძნობს და დაავადებასთან გამკლავებაც შეუძლია.




მაიკლ ჯეი ფოქსს პარკინსონის დაავადება აქვს


image


მაიკლ ფოქსს პარკინსონის დაავადება ჯერ კიდევ მაშინ დაუდგინდა, როდესაც ის მხოლოდ 29 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მუშაობის გასაგრძელებლად მხოლოდ 10 წელი მისცეს, ვარსკვლავი დღემდე კვლავ აქტიურია და მას შემდეგ ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი ფონდიც კი შექმნა სახელწოდებით "მაიკლ ჯ. ფოქსის ფონდი პარკინსონის დაავადების კვლევისთვის".




სელენა გომესს სისტემური წითელი მგლურა აღენიშნება


image


ცნობილი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი სისტემური წითელი მგლურას მსხვერპლია, ამ აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა სხეულის უჯრედებს უტევს და ანადგურებს მათ. ამ დაავადების გამო ვარსკვლავს 2015 წელს ჯერ ქიმიოთერაპიის გავლა, 2017 წელს კი თირკმლის გადანერგვაც მოუწია.




ჯიმი კიმელი ნარკოლეფსიით იტანჯება


image


ამერიკელი ვარსკვლავური წამყვანი ჯიმი კიმელი ნარკოლეფსიის მსხვერპლია. დაავადება, რომელსაც ასევე "ჟელინოს სინდრომსაც" უწოდებენ ძილის უკონტროლო რიტმებს იწვევს. ჟურნალ "Esquire"-თან საუბრისას შოუმენმა 2007 წელს აღიარა: "ბოლო დრომდე წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რა მჭირდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ყოველდღე, სამიდან ექვს საათამდე, უმიზეზოდ ვიღლებოდი... მეძინებოდა შეხვედრებისას, ტელევიზორის ყურებისას და მანქანის მართვის დროსაც კი".




ვინუს უილიამსს შეგრენის სინდრომი აღენიშნება


image


ვინუს უილიამსი აუტოიმუნური დაავადების მსხვერპლია, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, დაბუჟებას და დაღლილობას. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 2011 წელს "Reuters"-თან საუბრისას აღიარა: "ეს დაავადება გავლენას ახდენს ჩემს ენერგიაზე, მღლის და სახსრების ტკივილს იწვევს." მიუხედავად ამ სინდრომის არასასიამოვნო მასშტაბისა, საბედნიეროდ, აღნიშნული დაავადება სპორტსმენისთვის სასიკვდილო რისკს არ წარმოადენს.








0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401