x
image
ლანა92
გაინტერესებს, როგორი იქნება 2024 კირჩხიბებისათვის? - მაშინ ეს სტატია შენთვისაა!
image


როგორია 2024 წლის ჰოროსკოპი კირჩხიბებისათვის? რა მოულოდნელი სიახლეები ელოდებათ კირჩხიბებს დრაკონის წელიწადში? რას უმზადებს ცეცხლოვანი წლის სიმბოლო-ცხოველი კირჩხიბ ქალებსა და კაცებს? ამ კითხვებზე პასუხი გაიგეთ ქვემოთ მოცემული სტატიის ტექსტიდან.


კირჩხიბის ზოდიაქოს მიეკუთვნებიან 1980, 1992, 2004, 2016 წლის ივნისი- ივლისში დაბადებული ადამიანები (24 ივნისიდან 24 ივლისამდე). პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კირჩხიბი საყვარელი და ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. ტკბილი და თბილი კირჩხიბი, ჩვეულებრივ, გამოირჩევა იმით, რომ ჭკვიანი, რისკიანი და ქარიზმატულია, დაბადებით ფსიქოლოგი და სტრატეგი. მიმზიდველი ზოდიაქოს ეს ნიშანი თავის თავში მოიცავს წყლის ელემენტს, რომელსაც მართავს პლანეტა მთვარე. კირჩხიბები ფრთხილი და ცნობისმოყვარე არიან, რითაც ცდილობენ, თავიდან აირიდონ წარუმატებლობა და პრობლემები. საყვარელი ზოდიაქოს ნიშანი, პატარა წითელი კიბოს სიმბოლოთი ფორმით ჰგავს მაუსის კურსორს.


2024 წლის ჰოროსკოპი წინასწარმეტყველებს, რომ 2024 წელს ვარსკვლავები კირჩხიბების მხარეს იქნებიან. პირველ კვარტალში მათ სიფრთხილის გამოჩენა მართებთ; ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ ნიშნის უნარზე, გააკონტროლოს საკუთარი თავი, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა, მიუხედავად სიტუაციისა.



გაზაფხულზე კირჩხიბი ბევრისათვის საყრდენი იქნება, მაგრამ იქამდე არ უნდა მივიდეს ეს, რომ მას საკუთარი საქმეებისათვის არ დარჩეს დრო. კირჩხიბებისათვის ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება აპრილის შუა რიცხვებიდან.


2024 წლის ბოლოსკენ, ოქტომბრის დასაწყისში კირჩხიბისათვის დადებითი ტენდენციები შემცირდება და ეს შეეხება მის საქმიანობასაც. წლის ბოლო კირჩხიბისათვის არ იქნება ნაყოფიერი, თუმცა შეუძლია, ეს დრო დაუთმოს ძალების აღდგენას, საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტას, საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას.


კიდევ რა სიურპრიზები ელის კირჩხიბს 2024 წელს?


კირჩხიბი მამაკაცები 2024 წელს- ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ. ადრე დაწყებული პროექტები დადებით შედეგებს მოიტანს. ვარსკვლავები ურჩევენ, რომ გარისკონ კირჩხიბებმა, მაგრამ არ იყვნენ "ჯიუტი ცხვრები", სამყარო კი ყველაფერს გააკეთებს მათი მიზნების რეალიზაციისათვის.


ოჯახურ ცხოვრებაშიც ექნებათ მშვიდი და დადებითი პერიოდი. მარტოხელა კირჩხიბები შეხვდებიან ოცნების გოგონას და რომანი შეიძლება, ქორწინებით დასრულდეს.


კირჩხიბი ქალები 2024 წელს- ხელსაყრელი პერიოდია, დიდი ალბათობით, იპოვიან ხანგრძლივ და ერთგულ მეგობრულ კავშირებს. საპირისპირო სქესის თვალში კიდევ უფრო მიმზიდველი და თავდაჯერებულები გამოჩნდებიან.


რჩევა კირჩხიბ გოგონას, რომელსაც ჯერაც არ უპოვია თავისი ცხოვრების მამაკაცი, თავისი ადამიანი: ალბათ, 2024-ში შეხვდებით მას და ამიტომაც ნუ იტყვით უარს რომანტიკულ შეხვედრებსა და პაემნებზე. ხაზი გაუსვით თქვენს სათნოებასა და კეთილშობილებას და მეტი თავისუფალი დრო გაატარეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. ამ გზით თქვენი შინაგანი სამყარო დადებითი ენერგიით შეივსება.


2024 წლის რჩევა კირჩხიბებს:


თუ გსურთ, მნიშვნელოვანი თანხის გამომუშავება, დაწინაურება, ან უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში გადასვლა, მაშინ ისწავლეთ ემოციებთან გამკლავება! თუ მოქნილი იქნებით ცვალებადი გარემოებების მიმართ და იპოვით მოქმედების შესაძლებლობებს, მაშინ წარმატება ზუსტად თქვენს მხარეს იქნება!


გახსოვდეთ ისიც, რომ ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს და ნუ შეგეშინდებათ თქვენი თავის ყოველმხრივ გამოხატვის! დროა, აჩვენოთ თქვენი ნიჭი; მიიღოთ გამოწვევა, რომ იყოთ მოვლენების ეპიცენტრში; დაეთანხმოთ გიჟურ ავანტიურებს და იყოთ სპონტანური!


0
167
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0