დიეტოლოგია ჯანსაღი კვების ექსპერტებმა დაასახელეს 13 ყველაზე კალორიული პროდუქტი 5 იანვარი, 10:04 ყველა ადამიანი ფიქრობს, როგორ გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, მათ შორის კვების დარეგულირებით. ინტერნეტი ამ საკითხში ერთ–ერთი დამხმარეა, მაგრამ ყოველთვის სანდო ინფორმაციას არ იძლევა. MyFoodData – გამოცემა, რომელიც აქვეყნებს კვების შესახებ მონაცემებს საიმედო წყაროებიდან, ერთ–ერთი ასეთი წყაროა აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გამოცემა მუშაობს ექიმებთან, დიეტოლოგებთან და ანალიტიკოსებთან, რომელთა მიზანია ხალხს მიაწოდოს ღია და მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ.
მათ ვებგვერდზე პროდუქტების კალორიული შემცველობის ცხრილს გადავხედეთ და შევადგინეთ მზა პროდუქტების რეიტინგი, მაგრამ არა კერძების, რადგან მათი კალორიების დათვლისას მეტი შეცდომა შეიძლება იყოს. კალორიული შემცველობა გამოითვლება 100 გრამზე. მე–13 ადგილი: ძეხვი კილბასა (პოლონური ძეხვი) კალორია: 333 მე–12 ადგილი: წიწიბურა (მოუმზადებელი) კალორია: 343მე–11 ადგილი: შემწვარი ხახვის რგოლები კალორია: 356მე–10 ადგილი: შვეიცარიული მიუსლი Familia კალორია: 388მე–9 ადგილი: შვრიის ბურღული (მოუმზადებელი) კალორია: 389მე–8 ადგილი: შოკოლადი კარაქით კალორია: 477მე–7 ადგილი: ქოქოსის ბარი შოკოლადის გარეშე კალორია: 481 შესაბამისად, „ბაუნტის“ კალორიული შემცველობა უფრო მეტია.მე–6 ადგილი: გრანოლა კალორია: 489 გრანოლა შვრიის ბურღულის, კაკლის და თაფლის ნარევი, რომელსაც ხშირად მიირთმევენ მშრალი საუზმის ან ბარის სახით.მე–5 ადგილი: შოკოლადის ბარი Payday კალორია: 490 შოკოლადის ბარი შეიცავს ბევრ მიწისთხილს, რომელიც ისედაც კალორიულია, თხილს და შოკოლადს.მე–4 ადგილი: მიწისთხილის კარაქი კალორია: 529მე–3 ადგილი: თეთრი შოკოლადი კალორია: 539 თეთრი შოკოლადი მიიღება კაკაოს კარაქისგან, შაქრისგან, მშრალი რძისგან და ვანილისგან. 100 გრამი თეთრი შოკოლადი 59, 2 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს.მე–2 ადგილი: სიმინდის ჩიფსი კალორია: 5571–ელი ადგილი: კანფეტები შოკოლადში კალორია: 590ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა? 2. მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ 3. კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას 4. ხამანწკები, კოჭა და კიდევ 6 პროდუქტი, რომელიც ტესტოსტერონის დონეს ზრდის 5. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 620 შეფასება არ არის |