სხვა ნიგერიელმა ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი 351-მეტრიანი პარიკი დაამზადა 4 იანვარი, 5:43 ნიგერიელმა პარიკის სპეციალისტმა ჰელენ უილიამსმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი და მსოფლიოს რეკორდების წიგნში შევიდა. პარიკის ზუსტი სიგრძე 351 მეტრი და 28 სანტიმეტრია. ჰელენმა ამისთვის 11 დღე და ორ მილიონზე მეტი ნიგერიული ნაირა (რაც 2, 493 დოლარია) დახარჯა. ამ უზარმაზარი ნაწნავის შესაქმნელად მან გამოიყენა 1000 თმის შეკვრა, 12 ქილა თმის სპრეი, 35 ტუბი თმის წებო და 6250 თმის სამაგრი. „ყველაზე გრძელი პარიკის დასამზადებლად მასალების პოვნა ადვილი საქმე არ იყო. ჩემი, როგორც პარიკმეიკერის გამოცდილება ძალიან დამეხმარა, " - თქვა ჰელენმა. წყარო: Guinness World Record158 შეფასება არ არის
|