x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138949
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
6 ისტორიული აღმოჩენა, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს
image


კაცობრიობის ისტორია ათასწლეულობით განისაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ საგრძნობლად წაიწია წინ, დღემდე არა აქვთ პასუხი ბევრ კითხვაზე.


სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი მეცნიერებს უფრო მეტ თავსატეხს უჩენს და ამ მხრივ მათთვის მით უფრო საინტერესო და აზარტულია, გასცენ პასუხი კითხვას: რა არის ეს, რა დანიშნულება ჰქონდა და რისთვის გამოიყენებდნენ?




1-გიგანტური ქვების ბურთები კოსტა-რიკაში- ქვის ბურთები არა მარტო გვაინტრიგებს თავისი ფორმით, არამედ წარმოშობით და საერთოდ დანიშნულებითაც.



პირველი ბურთი აღმოაჩინეს 1930-იან წლებში ხილის კომპანიის მუშებმა ბანანის პლანტაციის გასუფთავებისას. ადგილობრივების გადმოცემის თანახმად ქვის შუაგულში ოქრო უნდა ყოფილიყო, მუშებმა ქვები დატეხეს და გაანადგურეს. ხილის კომპანიის ხელმძღვანელობის ჩარევით ვანდალიზმი შეაჩერეს. მოგვიანებით კომპანიის დირექტორის ქალიშვილმა პეტროგლიფების შესახებ მონოგრაფია დაწერა.

image

დღემდე უცნობია რის გამო შეიქმნა ეს პერტოსფეროები.ამჟამად მხოლოდ 6 ქვის ბურთი დევს აღმოჩენის ადგილზე. დანარჩენები განთავსებულია კოსტა-რიკის მუზეუმებში, ასევე ვაშინგტონში და კემბრიჯში.

image



2-ბაღდადური ბატარეა-აღმოაჩინეს გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაღდადის მახლობლად.13, 5 სმ დოქის ფორმის ჭურჭლის შიგნით ყელში ჩაშვებული იყო რკინის მილი, რომელსაც კოროზიის კვალი აჩნდა, ხოლო მილი ჩამჯდარი იყო სპილენძის ცილინდრში.დიდი ხნის კამათის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს იყო ბატარეა, რომელიც 1 ვოლტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ ეს ბატარეა ოქროს გალვანიზაციის პროცესისთვის გამოიყენებოდა. თუმცა დღემდე რჩება ღია კითხვა, რატომ დაიკარგა ეს ტექნოლოგია და რატომ არ იქნა სხვაგან ახლომახლო რეგიონებში აღმოჩენილი მსგავსი რამ.


image



3-ვოინიჩის ხელნაწერი-ვოინიჩის მანუსკრიპტი ყველაზე იდუმალებით მოსილი წიგნია მთელს მსოფლიოში.ილუსტრირებული კოდექსი დაწერილი უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე და უცნობ დამწერლობით.


არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხელნაწერი შუა საუკუნეებშია შექმნილი დაახლოებით 1404, 1438 წლებში.

image

ვოინიჩის ხელნაწერი(წიგნს სახელი დაერქვა ანტიკვარიატის მოყვარულის და კოლექციონერის ვილფრიდ ვოინიჩის მიხედვით, რომელმაც 1912 წელს შეიძინა იგი)დღემდე გაუშიფრავია და ერთ-ერთო ყველაზე დიდი თავსატეხია კრიპტოგრაფებისთვის.ამაჟამად წიგნი ინახება ბეილეკე იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

image



4-ინკების ოქროს ფიგურა-ოქროს ფიგურები ნაპოვნი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე მფრინავ აპარატებს.დღემდე ვერ დაადგინეს მეცნიერებმა თუ რა დანიშნულება ჰქონდათ ან ოქროსგან დამაზადებულ საგნებს.

image

1996 წელს გერმანელმა ავიამოდელისტებმა ანგუნდ ენბონმა და პეტერ ბელტინგმა შექმნეს ინკების ანალოგიური საფრენი აპარატის მოდელი, რომელიც აღჭურვეს ძრავით და რადიომართვის სისტემით.მოდელებმა არა მარტო იფრინეს, არამედ შესანიშნავი მანევრულობა გამოავლინეს

image



5-გენეტიკური დისკო-აღმოჩენილი იქნა კოლუმბიაში.დიამეტრი 27 სმ-ია.მასზე სავარაუდოდ გამოხატულია ადამიანის ჩასახვის და განვითარების პროცესები დაბადებამდე, ანუ პროცესი, რომელსაც თანამედროვე ადამიანი მხოლოდ მიკროსკოპით თუ მიადევნებს თვალს.კიდევ ერთი უცნაური ფიგურაა დისკოზე გამოხატული, ადამიანის თავი გაუგებარი ფორმით.

image

მისი პრაქტიკული ან თეორიული დანიშნულება მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს.




6-ანტიკითერას მექანიზმი-ითველება ყველაზე უძველეს გამომთვლელ ტექნიკად დედამიწის ზურგზე, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ, პირველი ანალოგი კომპიუტერისა თავისი რთული კონსტრუქციის გამო.

image

ათწლეულობით კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სავარაუდოდ დაადგინეს, რომ ბრინჯაოს ციფერბლატიანი მექანიზმი აჩვენებდა ციური სხეულების გადაადგილების ტრაექტორიას.მზის, მთვარის და პლანეტების .

წინასწარ ადგენდა მზის ან მთვარის დაბნელების თარიღს, აგრეთვე ისეთ მოვლენას, როგორიც ოლიმპიური თამაშებია.

მექანიკური მოწყობილობა ნაპოვნია 1900 წელს ბერძნული კუნძული ანტიკითერას სიახლოვეს, ჩაძირულ უძველეს ხომალდზე. თარიღდება დაახ. ძვ. წ. 100-150 წლით. ამჟამად ინახება ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

image

0
303
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0