x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დღესასწაულები არ მიყვარს, რადგან ქეიფი და დროსტარება ღრეობად აქციეს
image
უპირველესად ახალ, 2024 წელს გილოცავთ სრულიად საქართველოს.


სათაურში დავწერე დღესასწაულები არ მიყვარს მეთქი, არ მიყვარს საერო დღესასწაულები, რადგან სამწუხაროდ ქართველებმა დალევის და დროსტარების კულტურა სანაგვეზე მოვისროლეთ და ქორწილი კი არა ქელეხიც კი ღრეობად ვაქციეთ.


ცოტა არ იყოს რთული ხასიათის ადამიანი ვარ, სტუმარი რომ არ უყვარს იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვები, მაგრამ არ მიყვარს როცა ადამიანი იმდენს სვამს თავზე კონტროლს კარგავს და მერე სადღეგრძელოც და საუბარიც ადამიანურობის ჩარჩოებს, რომ სცილდება.

თავის დროზე, საკუთარი დის ქორწილშიც კი არ დავრჩი ბოლომდე, რადგან ვერ ვიტან, როცა გადამთვრალი კაცი თუ ქალი საკოცნელად, რომ მეტანება, პერანგზე და კაბაზე "გადმოფენილი მენიუთი.


არავინ არავის ძალით არ ასმევს სასმელს, დალიეთ იმდენი, რამდენის კარგად ატანა შეგიძლიათ, თავზე კონტროლს არ კარგავთ და სუფრიდან საკუთარი ფეხებით, რომ გადიხართ.

ისე არ გამიგოთ თითქოს საერთოდ არ ვსვამდე და ჩემი სტუმარი სხვის სახლში მიმყავდეს სათანადო პატივის მისაგებად, უბრალოდ ვიცი ზღვარი, სად გავჩერდე ისე, რომ სტუმარსაც პატივი ვცე და საკუთარ თავსაც.



ახალი წელია დღეს და სამად 3 ჭიქა დავლიე, როცა ბიძაშვილი გადმოვიდა მოსალოცად, მეტის დალევის სურვილი არც მას ჰქონდა და არც მე.


იმდენი დალიეთ ქალბატონებო და ბატონებო, საკუთარი ფეხით შესძლოთ სუფრიდან ადგომაც და ჭიშკრამდე მისვლაც ისე, ხელით წასაყვანი არ გახდეთ.
სულ მიკვირდა და ახლაც მიკვირს, ისეთი ხალხი რატომ სვამს "პულსის დაკარგვამდე", ვინც მეორე დღეს ნახევრად მკვდარია და მჟავე მწნილით და კომპოტით ასულიერებენ?


ბედნიერი დღესასწაულები გაგთენებოდეთ, იმდენი დაგელიოთ, რამდენიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და სტუმარს თუ იჯახის წევრებს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.

0
303
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
303