x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბიჯო, თქვენ ხო არ გამო@ლევდით მანდ ?! რას აკეთებთ ?!"- ვის მიმართავს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი, ვახო სანაია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას საგანგებო პოსტით ეხმაურება და წერს:


"გლობალური ომის პარტიის" მიზანი საქართველოს ომში ჩათრევა იყო.


ამ მიზნის მისაღწევად “გლობალური ომის პარტიას” რატომღაც აუცილებლად სჭირდებოდა ივანიშვილის იძულება, ისევ შემოსულიყო პოლიტიკაში ოფიციალურად.


ივანიშვილი ამას ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა, ამიტომ, ამერიკელების დაკვეთით, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა ფინანსები გაუყინა – სანამ ომში არ ჩაერთვები, ცენტსაც ვერ მიიღებო. რა ვქნა, ძმაო, მეც მაწვებიან ზემოდან და ვერ მოგცემ ამ ეტაპზე ფულსო.


რადგან ივანიშვილი მაინც არ თანხმდებოდა “მეორე ფრონტის” გახსნას და ფულზე არ გაყიდა სამშობლო, “გლობალური ომის პარტიამ” გადაწყვიტა, შიგნიდან აეჯანყებინა ხალხი და ხელისუფლება შეეცვალა, რომ ახალ მთავრობას “მეორე ფრონტი” გაეხსნა.


როცა არაფერმა გაჭრა, “გლობალური ომის პარტიამ” ინსტრუმენტად ევროკავშირის გამოყენება განიზრახა – გამოიგონა კანდიდატის სტატუსის თემა და ის ერთგვარ ხაფანგად დაუგო ივანიშვილს. ასე ჰაერში ჩამოვკიდებ სტატუსის საკითხს, მართალია, შენ დემოკრატიაც გაქვს და სანიმუშო ევროპელიც ხარო, მაგრამ მაინც არ მოგცემ ამ სტატუსს და გაბრაზებული ხალხი, ჩემი აგენტურული ოპოზიციური ქსელის ორგანიზებით, ძალაუფლებას ჩამოგაცილებსო.


კაროჩე, აქამდე ხო ყველაფერი ლოგიკურად მიდის თხრობაში?


იდეალური @ლეობაა. ხინჯს ვერ უპოვი.


… და რა მოხდა შემდეგ? რა შეიცვალა?


ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა თავისი მილიარდები თუ რაც იყო დაუბრუნა;


საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ “მეორე ფრონტი” არა და არ იხსნება;


ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ოღონდ თქვა, რომ ვაბშე სხვა პონტში დავბრუნდიო. “მეორე ფრონტი” არ დაუსახელებია მიზეზად.


“გლობალური ომის პარტია”, ბიჯო, თქვენ ხო არ გამო@ლევდით მანდ?! რას აკეთებთ?!

რამდენია, ვინც ეს @ლეობები დაიჯერა.


რამდენია, ვინც თავი მოიკატუნა, რადგან იცის, რომ @ლეობის დაჯერება ხელს აძლევს."- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი მმართველი გუნდის ყრილობაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შეცდომებისა და ცდუნებების დაზღვევის საჭიროებამ დააბრუნა.






0
156
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
156