x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის სამწუხაროდ ქართული რეალობა!” - რას წერს გიორგი ფხაკაძე

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩველებისამებრ არა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით ავრცელებს პოსტს, არამედ ამჯერად, ქვეყანაში არსებულ სამწუხარო რეალობის შესახებ წერს:



"ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!


ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი, დავტოვე ისე, როგორც არის ….


დანარჩენი თავად დაუმატეთ….



#drpkhakadze


1. ვალით გადახდილი ქორწილი;


2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;


3. სარფიანი ნათლია;


4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;


5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;


6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;


7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;


8. დიპლომისათვის სწავლა;


9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;


10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;


11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.


12. კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;


13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;


14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;


15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;


16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ"; "როგორ მიყვარხარ";


17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;


18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის “გულაობა";


19. დაობებული ბიბლიოთეკა;


20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა."- ვკითხულობთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გავრცელებულ სტატუსში.





0
365
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
365