x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ დავკარგეთ 2023 წელს? - გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
image


ვახტანგ კიკაბიძე — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი.გარდაიცვალა 15 იანვარს 84 წლის ასაკში.

image



მანანა დოიჯაშვილი — ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი.გარდაიცვალა 17 იანვარს 75 წლის.


image





ლევან პაატაშვილი — ქართველი კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი ცნობილი ფილმის ოპერატორი(სხვისი შვილები, დღე უკანასკნელი, დღე პირველი, თოჯინები იცინიან, ცისფერი მთები და ა.შ.) გარდაიცვალა 24 იანვარს 96 წლის ასაკში

image


ჯემალ ღაღანიძე-ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, გარდაიცვალა 3 თებერვალს 89 წლის ასაკში.

image


რეზი ქაროსანიძე-რეჟისორი და ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობი,

2017 წელს ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ კაცად დაასახელა.გარდაიცვალა 8 თებერვალს 33 წლის ასაკში.

image



თამაზ სეფერთელაძე-მომღერალი, ინჟინერი, ლეგენდარული "ცისფერი ტრიოს" წევრი-გარდაიცვალა 2 მარტს 74 წლის ასაკში.

image

ზაზა მიქაშავიძე — ქართველი მსახიობი და რეჟისორი, გარდაიცვალა 31 მარტს 68 წლის ასაკში.


image

ჯამლეტ ხუხაშვილი-ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014). საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, გარდაიცვალა 5 აპრილს 78 წლის ასაკში.


image


თენგიზ მუშკუდიანი- ქართველი საოპერო მომღერალი (ბანი), პედაგოგი და მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996).მაყურებელი იცნობს ფილმებიდან "აბეზარა" და " დიდოსტატის მარჯვენა", გარდაიცვალა 2 ივლისს 96 წლის ასაკში.


image



ომარ მხეიძე-ქართველი მოცეკვავე. ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი .გარდაიცვალა 17 ივლისს 88 წლის ასაკში.


image


გოგი ხარაბაძე — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.გარდაიცვალა 17 აგვისტოს 81 წლის.


image


ინგა ფერაძე-ქართველი ჯაზ-მომღერალი, ჯგუფ "დიელოს" ყოფილი სოლისტი, გარდაიცვალა 9 ოქტომბერს 76 წლის.

image


თენგიზ არჩვაძე — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი. 2017 წელს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. რუსთავისა და თბილისის საპატიო მოქალაქე.გარდაიცვალა 28 ოქტომბერს 91 წლის.


image

თენგიზ კიტოვანი — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი 1990 წლიდან 1991 წლამდე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში. გენერალი.გარდაიცვალა 13 ნოემბერს 85 წლის ასაკში.

image


მედეა ამირანაშვილი — ქართველი მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971), სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი, გარდაიცვალა 2 დეკემბერს 93 წლის ასაკში.


image

ოთარ იოსელიანი — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. გარდაიცვალა 17 დეკემბერს 89 წლის ასაკში.


image

თემურ ჩალაბაშვილი — ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018). საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 2018 წლიდან. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.გარდაიცვალა 27 დეკემბერს 72 წლის ასაკში.

image

3
490
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
490
  
2023, 31 დეკემბერი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 31 დეკემბერი, 22:16
კიტოვანი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე-მეტისმეტი პატივია ამ გომბეშოსთვის.
2023, 31 დეკემბერი, 12:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3