x
image
ლურჯი თოლია
როგორ შევხვდეთ ახალ 2024 წელს?

2024

2024 წელი ჩინური ჰოროსკოპით ხის მწვანე დრაკონის წელია. წელს რაც მეტი ბრჭყვიალა დეკორი გექნებათ, მით უკეთესი. სადღესასწაულო დეკორში წითელი ფერი დომინირებს. კარგი იქნება თუ ინტერიერს ფერადი გირლანდით და დრაკონის ფიგურებით, ორქიდეით და მანდარინის ხით მორთავთ.

დრაკონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს. ის აფასებს მტკიცე ოჯახურ ურთიერთობებს, ურთიერთდახმარებას, ტრადიციებს. ამიტომ კარგი იქნება ზეიმის ოჯახში აღნიშვნა, შერიგება მასთან, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.

წელს მაქსიმალურად უხვი სუფრა გაშალოთ, გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ახა­ლი ბოსტნე­უ­ლი­თა და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით. არ და­გა­ვი­წყდეთ ხი­ლის მირ­თმე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ციტ­რუ­სე­ბის - ისი­ნი ასო­ცირ­დე­ბა იღ­ბალ­თან და კე­თილ­დღე­ო­ბას­თან. დრაკონი ცეცხლის მფრქვეველი არსებაა და ამიტომ თქვენ უნდა მოამზადოთ, მინიმუმ, ერთი ცხარე კერძი. სუფრა შეგიძლიათ მორთოთ წითელი სანთლებით, დრაკონის ფიგურებით, ფანრებით.

ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს ან ჩაუდეთ ოჯახის ყველა წევრს საფულეში მსხვილი კუპიურა. ბარაქის მომტანი იქნება კუპიურების სადღესასწაულო სუფრაზე, ყველა თეფშის ქვეშ დადება.

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0