ვარსკვლავები 54 წლის მოდელმა აღიარა,რომ 720 კაცთან იწვა 2023, 29 დეკემბერი, 15:45 ბრიტანელმა მოდელმა და ბოდიბილდერმა ანდრეა სანშაინმა(Andrea Sunshine ) სოციალურ ქსელში საშობაო-საახალწლო გეგმებზე ისაუბრა და თან საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Star -ი წერს. 54 წლის მოდელი ამტკიცებს, რომ შობისთვის მომზადების ნაცვლად, სპორტდარბაზს მიაშურა. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაკარგოს სპორტული ფორმა. მან ასევე შენიშნა, რომ ერთადერთი, რაც მის სექსუალურ ცხოვრებას გააუმჯობესებს, არის საჩუქრები. Daily Star-თან ინტერვიუში სანშაინმა თქვა, რომ განქორწინების შემდეგ კვირაში საშუალოდ სამიდან ხუთამდე საყვარელს იცვლიდა. ის მათ უმეტესობას აღარ შეხვედრია. მოდელის თქმით, 18 წლის განმავლობაში მის საწოლში სულ მცირე 720 კაცი იწვა. ახალგაზრდა მამაკაცებს უყვართ ლამაზი მოწიფული ქალბატონები, ამიტომ ისინი მუდმივად მაწუხებენ. ესენი სხვადასხვა ასაკის ბიჭები არიან, ზოგი 25 წელზე უმცროსიც კი, მაგრამ უმეტესობა 30-35 წლისაა. მაგრამ არ მომწონს ყველას ყურადღება. მაღიზიანებს თუ ვარჯიშის დროს ვინმე მაწუხებს. სანშაინმა უფრო ადრე განმარტა, თუ როგორ ახერხებს 50 წლის შემდეგაც ასეთ მიმზიდველად დარჩეს. მისი თქმით, ის დღეში მინიმუმ სამ საათს ატარებს სპორტდარბაზში და მოიხმარს 3500 კილოკალორიას, დღეში ექვს-რვაჯერ იკვებება და თვეში მინიმუმ 150 ქათმის კვერცხს ჭამს. ასდრე ვწერდით 26 წლის ავსტრალიელ სექსუალურად ყველაზე აქტიურ პორნომოდელზე, რომელიც 300 კაცთან იწვა, თუმცა მამამისმა მისი სამქიანობის შესახებ არაფერი იცოდა(ნახე ბმული) 885 3-ს მოსწონს
|