ვარსკვლავები ძაღლთან ერთად წელზემოთ შიშველი დასეირობდა - ბრაზილიელი მოდელი იბრძვის იმისთვის რომ ქალებმა შიშველი იარონ 2023, 27 დეკემბერი, 16:56 ბრაზილიელმა მოდელმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე Balneario Camboriu-ის სანაპიროზე დამსვენებლები გაახარა. ახალგაზრდა ქალბატონი მკერდმოშიშვლებული დასეირნობდა თავის ძაღლებთან ერთად. პოლიციამ არ დააფასა ასეთი გამბედაობა - კაროლაინ ვერნერი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. ქალბატონმა კი გადაწყვიტა, რომ თავოს უფლებებისათვის იბრძოლოს: ის ამზადებს საჩივარს. კეროლაინი დისკრიმინაციად მიიჩნევს იმას, რომ მამაკაცს შეუძლია შიშველი მკერდით სიარული, ხოლო ქალებისთვის კი ეს აკრძალულია. 37 წლის ბრაზილიელმა მოდელმა და ბიკინის საკუთარი ხაზის მფლობელმა კეროლაინ ვერნერმა თავისუფლებისთვის და რა თქმა უნდა, უფასო პიარის გულისთვის მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მაისში ქალბატონი დააკავეს უხამსი საქციელის გამო: მოდელი სანაპიროზე მკერდმოშიშვლებული დადიოდა, მაისური კი თეძოებზე ჰქონდა შემოხვეული. ვერნერმა განმარტა, რომ ზედა სამოსის გახდა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მთელი დღე სანაპიროზე გაატარა. უბრალოდ ძალიან დასცხა, პოლიციამ კი ცხელი ბრაზილიელი ქალი დააკავა, განყოფილებაში გადაიყვანეს და აიძულეს ჩაეცვა. ახლა მოდელი ირწმუნება, რომ სამართალდამცავებმა დაარღვიეს მისი უფლებები იმით, რომ არ მისცეს უფლება დაერეკა ოჯახში ან ადვოკატთან, წერს ბრაზილიური გამოცემა G1. ”პოლიციამ შემაგდო ბნელ საკანში, ხელბორკილები დამადეს და გისოსზე მიმაბეს და არავისთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ, - თქვა კეროლაინმა. 371 2-ს მოსწონს
|