საზოგადოება "ბავშვის" მამას გამოვიყვანდი და ზუსტად იმავეს ვუზამდი, რაც მისმა ვირიშვილმა საცოდავ ძაღლს დამართა" - ბაკურ სვანიძე 2023, 27 დეკემბერი, 15:22 ბაღდადში დაშავებული ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ დაზაინება ბლაგვი სახის იარაღით მოაყენეს დაიღუპა. გუშინ ძაღლს, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, ცუგა დამოუკიდებლად სუნთქავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოსდა ეტაპობრივად უმჯობესდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.ამ ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურს სვანიძე: "ა რ მ ი ნ ა ხ ა ვ ს, მხოლოდ ორიოდე წამს მოვკარი თვალი და გამოვრთე... ვერც ვნახავ ვერასოდეს... ამ დილით წავიკითხე რომ წასულა ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ზ ე...
შეიძლება ზოგმა არ იცის რაზეა საუბარი, მაგრამ არა თუ ვერ ვუყურებ, ვერც კი
ვწერ იმ მიწიერ ჯ ო ჯ ო ხ ე თ ს, რაც ამ უბედურ ც უ გ ა ს გამოატარა ვიღაც
ს ა დ ი ს ტ ი ს მიერ გაზრდილმა ლაწირაკმა.
დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა - ასეთი "ბავშვის" მ ა მ ა ს გამოვიყვანდი და
ზუსტად იგივეს ვუზამდი რაც მისმა ვირიშვილმა საცოდავ ძაღლს დამართა...
ცხოველები გეცოდება და ადამიანი არაო,? მეტყვის ვინმე დემაგოგი... არა, ეგეთი
ადამიანი ნამდვილად არ შემეცოდება!
ადამიანს აქვს გ ო ნ ე ბ ა ( არა მხოლოდ ტ ვ ი ნ ი, არამედ გონება!) და მას ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე, ცხოველს...
ვინც ამას ვერ იაზრებს ცხოველზე უარესია! რატომ მამას? დარწმუნებული ვარ ასეთი ბავშვები არიან იმ მუტრუკების შვილები, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ უთქვამთ შვილისთვის, რომ ცხოველს ტ კ ი ვ ი ლ ი არ უნდა მიაყენოს... მეტიც, შვილის თვალწინ წიხლი მიურტყია სრულიად არააგრესიული ძაღლისთვის...
უმიზეზოდ დაუხოცია ჩიტები... "ტირის" თოფით გამოკიდებია კატებს და უცინია სადისტური სცენების დანახვაზე... ერთხელ ლოტკინზე შევესწარი, ძაღლი თავისთვის მიდიოდა წყნარად. შორიახლოს ორი ტიპი იდგა, ასე, 30 წლამდე ასაკის. "მპუ-მპუ"-ო დაუძახა ძაღლს ერთმა და ხელში რაღაც
ხაჭაპურივით ეჭირა, გაუშვირა... ვიფიქრე, რა კ ე თ ი ლ ი ტიპი ყოფილა თქო. ძაღლი მიუახლოვდა კუდის ქიცინით. ამან ხელი უკან გასწია და ძაღლს უეცრად წ ი ხ ლ ი ჩააზილა... აი, ასეთი მ ა ნ ი ა კ ი ვირის გაზრდილი იქნება ის ბავშვიც, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემს შვილს ისე ეშინოდა ძაღლების, ლამის მართლა გული მისდიოდა, მაგრამ იმდენი ველაპარაკე ახლა ქუჩის ძაღლებს ლამის ემეგობრება. მისი ძმა კი მუდამ ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ძაღლმა დაკბინა...
დარწმუნებული ვარ, ჩემი და ჩემნაირის გაზრდილი ბავშვი მასეთ სადისტობას
არასოდეს გააკეთებს... ძაღლმა რომც გაიწიოს აგრესიულად, შეიძლება ქ ვ ა
მოუღერის, ჯოხი მოუქნიოს, რამე ქნას... მაგრამ იმ წარმოუდგენელ მანიაკობას,
რაც ვნახე და წავიკითხე არასოდეს იზამს!
მ ო ი ს ვ ე ნ ე მშვიდად ცისარტყელაზე, ბოროტი ადამიანებისგან გაწირულო
კეთილო არსებავ... გ ვ ა პ ა ტ ი ე, რომ ასეთები-ც ვართ ადამიანები.."-წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.
120 3-ს მოსწონს
|