x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვინ დიზელი ყოფილმა ასისტენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

image

“ფორსაჟი"-ს ვარსკვლავი ვინ დიზელი მისმა ყოფილმა ასისტენტმა ასტა იონასონმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Deadline იტყობინება.

ასისტენტის თქმით, ინციდენტი 2010 წელს მოხდა "ფორსაჟი"-ს მეხუთე ნაწილის გადაღებების დროს. გოგონას მსახიობი სასტუმროდან პაპარაცებისგან შეუმჩნევლად უნდა გაეყვანა, მაგრამ დიზელი თავს დაესხა ასისტენტს. "ვინ დიზელი ეხებოდამის სხეულს, დაიჩოქა და მისის იონასონის კაბა ასწია, ფეხებს შეეხო და საცვლების ჩამოწევა სცადა." გოგონა სააბაზანოში დამალვას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა: მსახიობმა, მისი თქმით, კედელთან დაიჭირა და „მიუხედავად წინააღმდეგობისა გოგონას თვალწინ მასტურბირებდა“, რის შემდეგაც თავადაც სააბაზანოში გაბრუნდა. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

გოგონას ადვოკატების თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ მან თავი დაბნეულად იგრძნო და მისი თვითშეფასება შეირყა: ის არ იყო დარწმუნებული, შესაძლებელი იყო თუ არა შემდგომი კარიერის აწყობა "სხეულის გაყიდვის გარეშე".

გოგონამ მსახიობისგან კომპენსაცია მოითხოვა, რაც „საკმარისი იქნებოდა მომავალში მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად“.image
თავად მსახიობი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობს პირველად ესმის ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც 13 ზე მეტი წლის წინ მოხდა და რომელზეც განაცხადა თანამშრომელმა "რომელმაც მხოლოდ 9 დღე იმუშავა". მისმა ადვოკატმა დასძინა, რომ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომელიც უარყოფს მსახიობის დანაშაულს.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0