საზოგადოება ქართული ოცნება: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური აუცილებლად შემცირდება 2012, 10 ოქტომბერი, 22:42 სტუდენტები უკვე რამდენი წელია ცდილობენ განათლების სამინისტროს დააწევინონ სწავლის საფასური, რომელიც სახელმწიფო სასწავლებლებში შეადგენს 2250 ლარს., , ქართული ოცნება“ განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილების განხორციელების პირობას დებს, თუმცა საკუთარი ინიციატივის დეტალებზე ვერ საუბრობს და მიზეზად ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის არ ქონას ასახელებს. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა და განათლების ექსპერტმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე დღეს არის, თუმცა რის ხარჯზე მოხდება ეს და რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს სტუდენტებს, გოგუაძე ვერ აკონკრეტებს. სტუდენტებმა ძალიან ბევრჯერ მოითხოვეს თანხის დაწევა და გამართეს აქციები, თუმცა უშედეგოდ. ქვეყანა სადაც ასეთი სოციალური მდგომარეობაა არ შეიძლება სწავლის საფასური იყოს 2250 ლარი., როცავაცხადებთ, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამაში რა თქმა უნდა სწავლის საფასურის შემცირებასაც ვგულისხმობთ, გადასახადი აუცილებლად შემცირდება, თუმცა კონკრეტულ გადასახადზე საუბარი ჯერ რთულია, ვინაიდან ბიუჯეტის გაცნობის შემდეგ თანხები თავიდან დასათვლელი გაგვიხდება, “ – აცხადებს გოგუაძე. იმედია დაიკლებს სწავლის გადასახადი და ყველა სტუდენტი შეძლებს სწავლის გაგრძელებას. 1017 9-ს მოსწონს 4-ს არა
|