x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ღმერთი განმსჯის "–მონაზნობიდან პორნომსახიობამდე
image

2019 წელს, კოლუმბიელმა იუდი პინედამ ითამაშა მონაზონი პორნოგრაფიულ ფილმში აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი სტუდიაში სახელად BangBros. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პინედამ პორნოფილმში ღვთის მოციქულის კაბა მოირგო.


გოგონა რვა წელი ცხოვრობდა მონასტერში. პინედა ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, სანამ მღვდელი არ შეუყვარდა. 18 წლის ასაკში მან მიატოვა რელიგია, რადიკალურად შეცვალა ცხოვრება და დაიწყო ზრდასრულთა ფილმებში გადაღება.


image



"ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობდი, რომ ვიპოვე ჩემი მოწოდება."



10 წლის ასაკიდან ყმაწვილმა ქალმა თავი მიუძღვნა უფლის მსახურებას.


ერთ დღეს გაკვეთილს ადგილობრივი მონასტრიდან მონაზვნები დაესწრნენ, თავიანთი ცხოვრებისა და ღვთის მსახურების შესახებ მათმა ისტორიებმა იმდენად მოხიბლა იუდი, რომ გადაწყვიტა მონასტერში წასვლა.


image


მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცას უფრო მაღლა თავისი გეგმები ჰქონდა და 8 წელი მონასტერში ცხოვრების შემდეგ გოგონას ღვთისმეტყველების მასწავლებელი შეუყვარდა, იმ მომენტში მიხვდა, რომ არ შეეძლო დარჩენილი ცხოვრება კაცების გარეშე გაეტარებინა და იძულებული გახდა დაეტოვებინა მონასტერი.


„ჩემმა გრძნობებმა შემაშინა და დამამძიმა. სხვა გზა არ მქონდა მონასტრის დატოვების გარდა“.

image





რეჟისორ ხუან ბუსტოსთან შეხვედრამ კატეგორიულად შეცვალა გოგონას ცხოვრება. დაიწყო როგორც ვებკამერის მოდელმა, მან მოიგო მილიონობით მამაკაცის გული მთელს მსოფლიოში. მოდელის კარიერა წარმატებული გამოდგა და მალე ის ინტიმური ჟანრის მსახიობი გახდა.


გოგონა თავის პროფესიას "კრეატიულ და მხატვრულს" უწოდებს და ეს სულაც არ უშლის ხელს ეკლესიაში საკვირაო მსახურებას დაესწროს.

image

მოდელის თქმით, თავიდან, პორნოში მოხვედრის შემდეგ, რცხვენოდა და თავს ცუდად გრძნობდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, როგორც იუდი პინედამ აღნიშნა, შეიცვალა მისი დამოკიდებულება საკუთარი საქმიანობის მიმართ და ახლა ის უხამებს ერთმანეთს პორნოს და რწმენას.


"ეს არის ღირსეული და შემოქმედებითი სამუშაო", - ამტკიცებს პორნო მსახიობი.


"თავიდან ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა ძალიან კარგად ვარ, როცა ეკლესიაში დავდივარ. ვგრძნობ შვებას და სიმშვიდეს."

image

პორნომსახიობი მარტო ზრდის ორ შვილს, ქალ-ვაჟს, რომლებსაც თავისი მუშაობის შესახებ უამბო. კოლუმბიელის თქმით, ვაჟთან საუბარი მისთვის ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ქალიშვილთან. ეკლესიის მღვდელმაც, სადაც ის დადის, ასევე ურჩია, რომ მიეტოვებინა პორნო, მაგრამ გოგონამ უარი თქვა..


„მე ვთქვი, რომ არ მსურს ჩემი ცხოვრების შეცვლა, რადგან ჩემს ნამუშევარებში ცუდი არაფერია და მომწონს“, - იხსენებს პორნომოდელი მღვდელთან დიალოგს.


"მხოლოდ ღმერთი განმსჯის - ყველა ადამიანი თანასწორია ღვთის წინაშე", - დასძინა მან.

image


"ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა", - დარწმუნებულია პორნომსახიობი. მოდელის თქმით, ის არასოდეს აცდენს პარასკევის ლოცვებს, შაბათის შეხვედრებს ან საკვირაო წირვებს.


”როდესაც ეკლესიაში დავდივარ, ყოველთვის ვცდილობ გამოვიყურებოდე მოკრძალებულად და წესიერად, ღმერთს ვთხოვ მაპატიოს, რომ ვმასტურბირებ და ყოველდღე პორნოში ვმონაწილეობ"-ხაზგასმით აღნიშნა მან.

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0