ისტორია შოკისმომგვრელი ფაქტები ჩრდილოეთ კორეის შესახებ 2023, 15 დეკემბერი, 19:26 1970_იან წლებში იმდროინდელი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის დაკვეთით სამხრეთ კორეიდან მოიტაცეს რეჟისორი შინ სანგ ოკი და მისი მეუღლე. რეჟისორს აიძულებდნენ გადაეღო ფილმები ლიდერზე და ფილმებში ისე წარმოეჩინა, თითქოს ჩრდილოეთ კორეაში ყველაფერი იდალურად იყო. რამდენიმე წელიწადში რეჟისორი და მისი მეუღლე დაუახლოვდნენ დიქტატორს მისი ნდობა მოიხვეჭეს და ავსტრიაში ფილმის პრემიერაზე გამგზავრების უფლებაც მოიპოვეს. სწორედ მაშინ, 1986 წელს ავსტრიაში ჩასულებმა გაქცევა მოახერხეს და ასე დააღწიეს თავი რეჟიმის ტყვეობას.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან ჩრდილოეთ კორეელებმა ააშენეს ყალბი ქალაქი. ეს არის ქალაქი მოჩვენება, რომელშიც არავინ ცხოვრობს, იქ აგებულია მხოლოდ ცარიელი კედლები და მათზე საღებავითაა დახატული ფანჯრები და კარები, იმისთვის რომ დაემსგავსოს ნამდვილ სახლებს. ამ ქალაქის აშენების მიზანი ის იყო, რომ საზღვრიდან სამხრეთ კორეელებს დაენახათ ის და ეფიქრათ, რომ ჩრდილოეთის მოსახლეობა ფუფუნებაში ცხოვრობს.
კიმ ჩენ ინის მამისა და ბაბუის გარდაცვალების დღეს აკრძალულია მაღაზიაში წასვლა და სიცილი. მთელი დღის განმავლობაში საუბარი დაშვებულია მხოლოდ ჩურჩულით. თუ კი ვინმე ამ წესს დაარღვევს, ჩაითვლება, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ლიდერის ოჯახს, ეს კი სიკვდილით ისჯება.
კიმ ჩენ ინმა 2021 წელს აკრძალა დედის დღე, რადგან ჩათვალა, რომ ხალხის სიყვარული და ყურადღება მისკენ უნდა იყოს მიმართული და დედის დღის აღნიშვნა ამას ხელს უშლიდა.
ჩრდილოეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა ყოველ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი მხოლოდ ერთია - მოქმედი ლიდერი კიმ ჩენ ინი.
2013 წელს სახალხოდ ჩაცხრილეს ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი მხოლოდ იმიტომ, რომ მას კიმ ჩენ ინის სიტყვით გამოსვლის დროს ჩაეძინა.
2013 წელს 80 ადამიანი სახალხოდ დასაჯეს სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ამერიკულ სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ უყურეს.
ჩრდილოეთ კორეაში სასტიკად იკრძალება ყველანაირი უცხოური ფილმი მუსიკა თუ სერიალი. ძალიან იშვიათად, მაგრამ ადამიანები ახერხებენ არალეგალურად მოიპოვონ ფილმების და სერიალების ჩანაწერები, მაგრამ ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
კიმ ჩენ ინი ამტკიცებს, რომ მისი დაბადებისას ცაზე ერთდროულად სამი ცისარტყელა გამოისახა, მან რვა კვირის ასაკში ისწავლა საუბარი და სამი კვირის ასაკში უკვე გამართულად დადიოდა. ასევე ირწმუნება, რომ სამ წელში 1500 წიგნი და 6 საოპერო ნაწარმოებები შექმნა. ამ ლეგენდების ყველა ჩრდილოეთ კორეელს სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაწერილი წიგნი ან ოპერა ჯერ თვალით არავის უნახავს.
ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია ისეთი ვარცხნილობის ტარება, როგორიც კიმ ჩენ ინს აქვს. ასევე იკრძალება ბავშვისთვის კიმის დარქმევა. ხოლო ვისაც უკვე ერქვა კიმი, მოუწია სახელის გადაკეთება.
ჩრდილოეთ კორეაში საშუალოდ 1000_დან მხოლოდ 1 ადამიანს ჰყავს მანქანა. მანქანის ყოლა მხოლოდ მთავრობის წევრებისთვისაა ნებადართული, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იკრძალება. შესაბამისად იქ გზები თითქმის სულ ცარიელია და ძალიან იშვიათად შეხვდებით მანქანებს.
*
*
*
346 1-ს მოსწონს 1-ს არა
|