შოუბიზნესი საყვ@არლები ვარსკვლავებს შორის - კავშირი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით 2023, 16 დეკემბერი, 13:37 შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
![]() როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ. ყოველთვის არსებობს პიკანტური ჭორი ჩვენი კერპების შესახებ, მაგრამ ზოგჯერ თავად ვარსკვლავები ავლენენ ცხელ ფაქტებს მათი ურთიერთობების შესახებ. დღევანდელ კრებულში შედიან ცნობილი წყვილები, რომელთა საიდუმლო ურთიერთობამ სენსაცია გამოიწვია. საყვარლები ვარსკვლავებს შორის - კავშირი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით1. მაიკლ ჯექსონი და პამელა ანდერსონი. ![]() 2. ტომ კრუზი და შერი. ![]() მიუხედავად ასაკის დიდი სხვაობისა, შერი გაოცებული იყო მისი შესაძლებლობებით. „მსოფლიოში ყველაზე დიადი საყვარლები მყავდა. სია არ არის გრძელი, მაგრამ შთამბეჭდავი. ტომი ნამდვილად საუკეთესო ხუთეულშია“ - განაცხადა პოპის ქალღმერთმა 2013 წელს. 3. ნიკოლ კიდმანი და ლენი კრავიცი. ![]() მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოწმე აკვირდებოდა მათ დამოკიდებულებას 2003 წელს სოციალურ ღონისძიებებზე, ნიკოლი ჯიუტად ცდილობდა თავის გამართლებას, რომ ისინი „უბრალოდ მეგობრები“ იყვნენ. ”დიახ, ის ცხოვრობს მის ბინაში მანჰეტენზე, მაგრამ არ იფიქროთ მსგავსი რამ. დიახ, ისინი დროდადრო ერთად ჩნდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა, რადგან ცნობილი სახეები ხშირად ერთმანეთს ეკვეთებიან სხვადასხვა ღონისძიებაზე“ - ირონიით წერდნენ გაზეთები. ![]() 4. ნატალი პორტმანი და მობი. ![]() 5. კაილი მინოუგი და ჟან-კლოდ ვან დამი. ![]() თუმცა, წლების შემდეგ, ამ თემისადმი საზოგადოების მუდმივი ინტერესი ვან დამის აღშფოთებას ივევდა. მაგალითად, ივლისის ბოლოს, როდესაც ავსტრალიელმა რეპორტიორებმა გაიხსენეს მათი კავშირი, მან პირდაპირ ეთერში უსაყვედურა მათ „ერთფეროვანი მოსაწყენი კითხვებისთვის“ და უბრალოდ წავიდა. 513 4-ს მოსწონს
|