საზოგადოება "რატომ ურჩევნიათ ბავშვებს რეპეტიტორთან სიარული?.. პასუხები ასეთი იყო..." - არჩილ გამზარდია 2023, 14 დეკემბერი, 10:25
.
არჩილ გამზარდია რეპეტიტორების ინსტიტუტთან დაკავშირებით საინტერესო პარალელებს ავლებს და საზოგადოებას დაფიქრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
.
"რატომ ურჩევნიათ ბავშვებს რეპეტიტორთან სიარული? – ამ შეკითხვით მივმართე მე-5/მე-8 კლასის დაახლოებით ოც მოსწავლეს. მათი პასუხები დაახლოებით ასეთი იყო:– კერძო მასწავლებელი მეტ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს.– კერძო მასწავლებელი მეტს გვაქებს და ნაკლებს გვაკრიტიკებს.– კერძო მასწავლებელი უფრო საინტერესოდ გვასწავლის.– კერძო მასწავლებელი მეტ ყურადღებას გვაქცევს.– კერძო მასწავლებელი მეტ დროს უთმობს ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობას.– კერძო მასწავლებელი მეტად განიცდის ჩვენს ხასიათს, გულგრილი არაა ჩვენი განწყობების მიმართ..იგივე შეკითხვა ამ პასუხებით დავუსვი სასკოლო პროცესზე და სკოლების მასწავლებლების თემაზე და ძირითადად საპირისპირო პასუხები მივიღე.აი, ეს აკლია ჩვენს სკოლას დღეს – საინტერესოობა გაკვეთილებს, ემპათია მოსწავლეების მიმართ, წახალისება მოსწავლეებს, ზოგადად, დადებითი გარემოც.. და ამ მხრივ, ჩემი დროის სკოლას მაგონებს, თუმცა მე არაერთი მასწავლებელი მყავდა, რომლებიც სულ ზრუნავდნენ საინტერესო ყოფილიყვნენ ჩვენთვის სტანდარტული რუტინის ნაცვლად, სითბოს გამოხატავდნენ და ყოველთვის მჯეროდა რომ ჩემთვის და სხვებისთვისაც ცხოვრობდნენ. მყოლია ისეთებიც, რომლებიც გვეჯიბრებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ რამეში “გამოვეჭირე” და თუ წავისუსტებდი რაღაცაში, მომენტს არ უშვებდნენ..თანამედროვე სკოლა მოსწავლეზე, როგორც ინდივიდზე ორიენტირებული სკოლა უნდა იყოს და ფორმალურად ასეცაა, სადაც სწავლის მიმზიდველობა, მოსწავლესთან ურთიერთობა და მოსწავლის მოტივაციაა საკვანძო, თუმცა, დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში, ეს, სამწუხაროდ, იშვიათად ხდება.”-- წერს არჩილ გამზარდია.93 1-ს მოსწონს
|