საზოგადოება "მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში” 2023, 11 დეკემბერი, 9:56 . სავაჭრო ქსელებიდან ამოღებულ პურს მეორე დღეს ნახევარ ფასში ყიდიან და ამაზე საქართველოში ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ მას შემდეგ რაც პური გაძვირდა, აღმოჩნდა, რომ მეორად პურზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ფქვილის და ხორბლის გაიაფების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პური გაიაფდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. . აღმოჩნდა, რომ ძველი პურიც ძვირდება. . "მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებშიიყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანეს, ბავშვები ჯანსაღი პროდუქტების ნაცვლად მეორად პურს ჭამენ არა იმიტომ, რომ გაიზარდონ, რომ დღეს რამენაირად გადარჩნენ დაობებისკენ წასული გემო არ იციან პირდაპირი ჩარტერით მოსარგებლე ჩინოვნიკების შვილებმა, მაგრამ ახალი, ჯანსაღი პროდუქტის გემოა სრულიად უცნობი ათასობით ბავშვისთვის…. დროა, თითოეული ჩვენგანის მიერ ნებით თუ უნებლიედ გაყიდული საქართველო დავიბრუნოთ….ამ ქვეყანაში ქართული ოცნების უამრავი ამომრჩეველი ცხოვრობს, რომლებსაც არც კი ყიდულობენ ქოცთა ზევსები, სიღატაკის გარდა, არც არაფერს სთავაზობენ. ჰოდა 41-ის ხაზვით როგორც მოუხაზეთ ქვეყანას და თქვენს წილ მომავალს, ისევე ინებეთ კეთილი და საერთო ბრძოლაში ჩაერთეთ ამაზე იფიქრეთ 5 კგ. კარტოფილს მიჩვეულმა ამომრჩევლებმა.ოლიგარქი არც იმდენად კეთილია, თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ თქვენს კვებაზე იზრუნოს.P.S. ფოტო ჩემი გადაღებულია გამყიდველთან შეთანხმებით, რომელმაც მითხრა, რომ დაობებისკენ წასული პური ყველაზე მოთხოვნადია."- წერს პარტიია “კანონი და სამართალის” პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ბუჩუკური.71 შეფასება არ არის
|