სხვა 58 წლის ქალმა 15 საქმრო გაისტუმრა უარით და დარჩა სამუდამოდ ქალწული,რათა ოჯახზე ეზრუნა 2023, 10 დეკემბერი, 17:14 ![]() ალბანეთში ქალმა გაუთხოვრობის აღთქმა დადო და უკაცრიელ ადგილზე დასახლდა მან 23 წლის ასაკიდან ფიცი დადო, რომ მარად ქალწული იქნებოდა და რის შემდეგაც ამ მხრივ სრული თავისუფლება მოიპოვა. 58 წლის დუნიმ თქვა, რომ არასდროს აინტერესებდა ოჯახის შექმნა და არც გათხოვებას აპირებდა. მისი თქმით, ახალგაზრდობაში მან უარით გაისტუმრა 15 მამაკაცი, რომლებმაც მას ქორწინება შესთავაზეს. 23 წლის ასაკში, მამის დაკარგვის შემდეგ, ქალმა გადაწყვიტა გაუთხოვრობის აღთქმა დაედო. დუნიმ განმარტა, რომ იმ მომენტში იძულებული გახდა ოჯახის უფროსი გამხდარიყო, რათა უმცროს ძმასა და დაზე ეზრუნა. ამ მიზეზით, იგი გახდა ფიცდადებული ქალწული, ასე უწოდებენ ალბანეთში იმ ქალებს, რომლებიც უარს ამბობენ დაქორწინებასა და სექსუალურ ცხოვრებაზე, რათა მოირგონ მამაკაცის როლი ოჯახში. ![]() ქალმა აღნიშნა, რომ ცხოვრების ამ წესის წყალობით თავს ნამდვილად თავისუფლად გრძნობს. ![]() 348 2-ს მოსწონს
|