x
image
Yoona
25 წარმოუდგენელი ფაქტი ალკოჰოლზე, რაც შესაძლოა არ იცოდეთ
ყველამ კარგად იცის, რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ ეს სამყარო სასმლის მიღებას არ წყვეტს. თითქმის ყველა ქვეყანას აქვს საყვარელი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო მსოფლიოში მიმდინარეობს მუდმივი კამათი, ვინ უფრო მეტს სვამს.



image



ალკოჰოლი ათასწლეულები არსებობს და მასთან ბევრი საინტერესო ფაქტი დაკავშირებულია. ცარიელი ჭიქების ავადმყოფური შიშიდან დაწყებული 3, 75 მლნ დოლარის არყით დამთავრებული. გთავაზობთ 25 ფაქტს ალკოჰოლის შესახებ, რაც შესაძლოა არ იცოდეთ.



არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გვიანი ქვის ხანით დათარიღებული დოქები, რაც იძლევა ვარაუდს, რომ ფერმენტირებული სასმელები სულ მცირე ნეოლითის ხანაში არსებობდა (დაახლოებით ძვ. წ. 10 000 წწ).



image


ბოსტნეულის უმეტესობა და თითქმის ყველა ხილი შეიცავს მცირე რაოდენობით სპირტს.


image


აშშ ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც სასმლის დალევის ლეგალური ასაკი მაღალია (21 წელი). ზოგიერთ ქვეყანაში სასმლის დალევა ლეგალურია 16 წლიდან.


image


ალკოჰოლი არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმოსში.


image


კოქტეილები პოპულარობას უნდა უმადლოდნენ მშრალ კანონს. სწორედ მაშინ დაიწყეს მისი შეთავაზება, რომ უხარისხო სასმლის გემო დაემალათ. იმ ეპოქის პოპულარული კოქტეილები იყო "მერი პიკფორდი", "ფრენჩი 75", "Barbary Coast" და "საიდკარი".


image


მკვლევარების შეფასებით, ყოველ წუთს მსოფლიოს მოსახლეობის 0, 7% ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაშია. ანუ 50 მლნ ადამიანი ახლა მთვრალია.


image


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლის შეძენა 3, 75 მლნ დოლარად შესაძლებელია. "მილიონერის არაყი" ჯერ ყინულში იფილტრება, შემდეგ სკანდინავიური ხისგან მიღებულ ნახშირში, ბოლოს დაქუცმაცებული ბრილიანტის და სხვა ძვირფასი ქვის ქვიშაში. ეს სასწაული იყიდება ბროლის ბოთლში პლატინის და როდიუმის დამატებით, ბრილიანტებით მოპირკეთებული.


image


ყოველწლიურად აშშ–ში 21 წლამდე დაახლოებით 5000 ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებულ სიტუაციებში, როგორიცაა ავარია, ოჯახური მკვლელობა, მოწამვლა და სხვა მსგავსი დაზიანება.


image


კუნთიანი კაცი ალკოჰოლის მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე მსუქანი. წყლით მდიდარი კუნთოვანი ქსოვილი უფრო ეფექტურად შთანთქავს ალკოჰოლს, რაც ტვინში მოხვედრას ხელს უშლის.


image


შამპანურის ბოთლი შეიცავს 40 კგ წნევას კვადრატულ დიუმზე, რაც 3–ჯერ აღემატება წნევას მანქანის საბურავში. შამპანურის ბოთლიდან საცობი 95 კმ/სთ სიჩქარით ვარდება და ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, თუ ვინმეს მოხვდა.


image


სონოსელიკაფობია არის ცარიელი ჭიქების შიში.


image


ვიკინგები სვამდნენ ალკოჰოლს, მაგრამ სვამდნენ (როგორც ისტორიკოსები ამბობენ) არა ამისთვის განკუთვნილი ჭურჭლიდან, არამედ დამარცხებული მტრების თავების ქალებიდან.


image


იაპონელმა ექიმებმა ნახეს "ავტოლუდსახარშის სინდრომის" მქონე პაციენტები. ამ დროს ნაწლავებში საფუარის სოკო კანდიდას მაღალი დონე წარმოქმნის იმდენ ალკოჰოლს, რომ სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს.


image


ჩეხეთი ითვლება მსოფლიოში ყველაზე "ლუდის" ქვეყნად. აქ ადამიანი წელიწადში თითქმის 151 ლიტრ ლუდს სვამს. ამრიგად, ჩეხეთმა მარტივად ჩამოიტოვა ლუდით ცნობილი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ირლანდია, გერმანია და აშშ.


image


კამბოჯაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია ტარანტულა ბრენდი – გემრიელი ნაზავი, რომელიც შეიცავს ბრინჯის ლიქიორს და ახალმოკლულ ტარანტულს.


image


მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდია Snake Venom (გველის შხამი) Brewmeister–სგან. ჩვეულებრივი ლუდის სიძლიერე დაახლოებით 5 %–ია, ხოლო ეს შოტლანდიური "მკვლელი" 67, 5 % სიმძლავრით ამაყობს!


image


ევროპის უმაღლესი სკოლების ბევრ კაფეტერიაში მოსწავლეებს შეუძლიათ ლუდის ყიდვა სურვილის შემთხვევაში.


image


არაყი ერთ–ერთი პოპულარული სასმელია მსოფლიოში. ყოველწლიურად დედამიწაზე დაახლოებით 5 მლრდ ლიტრი არაყი ისმება.


image


აბრაამ ლინკოლნს ჰქონდა ლიქიორის ლიცენზია და რამდენიმე ტავერნას მართავდა.


image


ოჰაიოში (აშშ) კანონით აკრძალულია თევზისთვის ალკოჰოლის დალევა.


image


სიტყვა "ბრენდი" მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან "ბრანდევინი", რაც ნიშნავს "დამწვარ ღვინოს".


image


ერთ–ერთ ფრანგულ ვენახში ნიადაგი იმდენად განსაკუთრებულად და ღირებულად ითვლება, რომ მუშებს მოეთხოვებათ ჩექმებიდან მისი მოშორება, სანამ ტერიტორიას დატოვებენ.


image


პოპულარული რწმენის მიუხედავად, ტეკილაში ჭია არაა. ჭია ან გუსანო "გამოჩნდა" მესკალში, უფრო დაბალი ხარისხის სასმელში, მხოლოდ სარეკლამო ხრიკის სახით.


image


0, 5 ლიტრი ლუდი, 1 ჭიქა ღვინო ან 1 თლაშო არაყი დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ალკოჰოლს შეიცავს.


image


მაშინ როცა ადოლფ ჰიტლერი იყო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული არამსმელი, სერ უინსტონ ჩერჩილი იყო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მსმელი.


image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

2. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

3. ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

4. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

5. როგორ მოვამზადოთ ბროწეულის სანგრია ფორთოხლით

6. ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში

7. სხვა მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

8. როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით

9. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით

10. ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
326
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
326