კულტურა ერები, სადაც კოცნა არ არის მიღებული 2023, 7 დეკემბერი, 18:15 ***აღმოსავლეთ ბანგლადეშში მცხოვრებ ტომებში საერთოდ მათ ენაშიც კი არ არსებობს სიტყვა "კოცნა" ან "მაკოცე", სამაგიეროდ ამბობენ "მიყნოსე". ***როგორც კუკის ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, ახალ ზელანდიის აბორიგენები ერთმანეთთან შეხვედრის დროს ცხვირებს უსვამდნენ ერთმანეთს და ხვრინვის მსგავს ხმას გამოსცემდნენ. ***კუნძულ სანტა-მარიაზე მცხოვრები ტუზუნცები ერთმანეთს ყნოსავენ და ისინიც ცხვირებს უსვამენ ერთმანეთს. ***კუნძულ ფუგაზე მცხოვრები პაპუასებს(ფილიპინები) მისალმებისას, ცხვირთან ან თავს ზემოთ ყოველთვის აქვთ რაიმე სურნელოვანი საგანი. ***სომალის სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ სოკორტაზე მცხოვრები ტომები, ერთმანეთს მისალმებისას მხარზე კოცნიან. ***ბირმელების მისალმებას nomtschi ჰქვია, რაც პირდაპირ თარგმანში "სურნელის შეყნოსვას"ნიშნავს. ***თანამედროვე იაპონიაში ძალზე ცუდ ტონად ითვლება სახალხოდ ადამიანის კოცნა, სწორედ ამიტომაა, რომ თქვენ ვერ ნახავთ კოცნას იაპონურფილმებში.იმას, რასაც მთელს მსოფლიოში იაპონური კოცნა ჰქვია ასე გამოიყურება: ერთი ნაბიჯით დაშორებული უნდა იყოთ ერთმანეთისგან, წინ წაიხაროთ და ტუჩი მიადოთ პარტნიორს, თან ტუჩები აუცილებლად მაგრად მოკუმული უნდა გქონდეთ და პირი არ უნდა გააღოთ.*** 151 2-ს მოსწონს
|