x
image
ნინო ხიმშიაშვილი
5 თბილისისხელა აისბერგი, რომელიც 30 წელი ანტარქტიდის ფსკერს იყო მიმაგრებული და ანტარქტიდიდან მოწტვეტის შემდეგ 2 წელიწადში 1500 კილომეტრი გაცურა


image




დიდი ბრიტანეთის პოლარული კვლევითი ხომალდი, RRS სერ დევიდ ატენბორო (RRS Sir David Attenborough), პირისპირ შეხვდა მსოფლიოს უდიდეს აისბერგს - A23a-ს.


imageატენბოროს რამდენიმე საათი დასჭირდა აისბერგის A23a ორ მხარეს გაცურვას




აისბერგის A23a, ფართობი 3, 900 კვ.კმ-ია, მისი მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ თითქმის 6-ჯერ აღემატება თბილისს, ორჯერ კი - ლონდონს.


image





ის 1986 წელს ანტარქტიდის სანაპიროდან მოტყდა და დიდი ხნის განმავლობაში ზღვის ფსკერზე იმყოფებოდა.


მაგრამ 2022 წელს დინებებმა და ქარებმა გაყინული ბლოკი სწრაფად გადაიტანეს უედელის ზღვაზე და ახლა ის სამხრეთ ოკეანეში ცურავს.



აისბერგის გადაღება დრონით სცადეს მეცნიერებმა, მაგრამ მისი მასშტაბის შეფასება რთული აღმოჩნდა.



A23a-ს ზედაპირის თეთრი ფერი ვრცელდება ჰორიზონტამდე. მაგრამ უმეტესი ნაწილი წყლის ქვემოთაა.


image




აისბერგის ზოგიერთი მონაკვეთი 300 მ-ზე მეტი სისქისაა.


image

წყლის ზემოთ ყინულის კლდე ათობით მეტრის სიმაღლეზეა

200 მილიონი ფუნტის ღირებულების კვლევითი ხომალდი თავის პირველ სრულ სამეცნიერო მისიას ახორციელებს ანტარქტიდის კონტინენტზე.






მისი საქმიანობაა უედელის ზღვის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევით პროექტს Biopole-ს (Biogeochemical processes and ecosystem function in changing polar systems and their global impacts (BIOPOLE) ბიოქიმიური პროცესებისა და ეკოსისტემის ფუნქციების ცვლილება პოლარული სისტემების ცვლილებაში და მათი გლობალური ზემოქმედება), რომელიც შეისწავლის, თუ როგორ ამუშავებენ, კლიმატის ცვლილების პირობებში, პოლარული რეგიონები ნახშირბადს და საკვებ ნივთიერებებს ოკეანეების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.


როდესაც ეს დიდი აისბერგები დნება, ისინი ათავისუფლებენ მინერალურ მტვერს. ეს მტვერი არის საკვები ნივთიერებების წყარო ისეთი ორგანიზმებისთვის, როგორიცაა ფიტოპლანქტონი, რომელიც ქმნის ოკეანის კვების ჯაჭვის საფუძველს.


image
ცელნამგალა ვეშაპი (ორკა) ცურავს აისბერგის წინ



აისბერგმა A23a დაახლოებით 1500 კილომეტრი იცურა ჩრდილოეთ-სამხრეთით, მანამდე კი სამ ათწლეულზე მეტი გაატარა ზღვის ფსკერზე მიმაგრებულმა.


image

A23a 2 წელიწადში 1500 კილომეტრი გაცურა იქამდე სადაც ამჟამადაა




0
244
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0