x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
6 ცნობილი ქალბატონი, რომლებმაც მკერდის დაპატარავების ოპერაცია ჩაიტარეს

მთელ მსოფლიოში ალბათ არ არის არც ერთი ქალი, რომელიც ყველაფრით ბედნიერი იქნება. შავგვრემანებს ქერების შურთ, ხუჭუჭათმიანი ქალები ყიდულობენ თმის გასასწორებელ საშუალებებს და მკერდის მოცულობით ქირურგიული მანიპულაციების მოთხოვნაზე არაფერია სათქმელი. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის შეუსაბამობები: დიდი ფორმების უდავო უპირატესობის მიუხედავად, ზედმეტად დიდ ზომას ასევე შეუძლია ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მკერდის დაპატარავების ოპერაციაც თითქმის იმდენადვე მოთხოვნადია, როგორც მისი გადიდების ოპერაცია:

1. ჯენიფერ კონელი

ვისაც “ოცნების რექვიემი" აქვს ნანახი, ალბათ არასოდეს დაავიწყდება ულამაზესი ჯენიფერ კონელი თავისი შესამჩნევი ფორმებით. ახლა ყოფილი სიმდიდრის კვალი აღარ დარჩა. დემარშის მიზეზების შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს. ჰქონდა თუ არა მსახიობს იმპლანტები ახალგაზრდობაში ჩასმული, ასევე საიდუმლოა. ჯენიფერი ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ ცვლილებები სახეზეა.image


2. დრიუ ბერიმორი

დრიუ საკმაოდ დიდი გოგონა დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ სამსახიობო კარიერის დაწყებამდე გახდა სპორტული დარბაზის რეგულარული სტუმარი და ჩადგა ფორმაში. თუმცა, მოცულობითი მკერდი ყოველთვის აწუხებდა მას.

” დიდი ბიუსტი უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია”, - თქვა. რაც არ უნდა გამხდარი იყოთ, თუ დიდი ზომის მკერდი გაქვთ, ყოველთვის უფრო მსუქანი გამოიყურებით, ვიდრე სინამდვილეში ხართ." აღნიშნა დრიუმ ერთ-ერთ ინტერვიუში. ამიტომ, როდესაც მსახიობი 20 წლის გახდა, მან მესამე ზომა პირველ ზომით შეცვალა.image

3. პამელა ანდერსონი

ტაბლოიდებიც კი იკარგებიან 90-იანი წლების სექს-სიმბოლოს მკერდის ტრანსფორმაციის გრაფიკში. პამელამ პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ თინეიჯერობისას გაიკეთა - მის ახალგაზრდულ ფოტოებში სილიკონის მომავალი დედოფალი თითქმის ამოუცნობია. 1999 წელს მსახიობს ძალიან დიდი მკერდი მობეზრდა და იმპლანტანტები გაცილებით მოკრძალებულით ჩაანაცვლა. მოგვიანებით პამელამ თქვა, რომ ცდილობდა დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ ფორმებს. მაგრამ მიუხედავად ყველა ტრანსფორმაციისა, სერიალ "მალიბუს მაშველები"-ს ვარსკვლავი კვლავ ძალიან მიმზიდველია.image

4. ნიკოლ კიდმანი

ამბობენ, რომ ცნობილი მსახიობი ძალიან კმაყოფილი იყო მკერდის გადიდების გადაწყვეტილებით. ნიკოლი ამაყად წარსდგა სოციალურ ღონისძიებებზე დეკოლტეთი და არ დააყოვნა იმის აღიარება, რაც გააკეთა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ კიდმანი მოულოდნელად გამოჩნდა ისევ ძველი ზომებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიღაცამ ნიკოლს უთხრა, რომ მკერდში უცხო სხეულებმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მოწამვლა. ავსტრალიელმა გადაწყვიტა თავად არ შეემოწმებინა ეს სიმართლე იყო თუ არა და საწყის წერტილს დაუბრუნდა.image

5. ვიქტორია ბექჰემი

ახალგაზრდობაში მომღერალი ძალიან დაკომპლექსებული იყო მკერდის მოცულობასთან დაკავშირებით, მათ სრულიად არასექსუალურად თვლიდა. ამიტომ გამიკეთა არა ერთი, არამედ ორი გადიდების ოპერაცია. 2009 წელს მან აშკარად გააცნობიერა, რომ ასეთი სიგამხდრით ოთხი ზომა არც თუ ისე ბუნებრივად გამოიყურებოდა და უკან დაიხია. და მას შემდეგ, რაც მან მეოთხე შვილი გააჩინა, მან მთლიანად მოიშორა იმპლანტები.image

6. კრისტინა რიჩი

“ადამსების ოჯახი"-ს ვარსკვლავმა 2000-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა მკერდის შემცირება, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სილიკონის "საზამთროები" პოპულარობის პიკზე იყო. ზედმეტად პომპეზური ფორმები დაბალ რიჩის არაპროპორციულს ხდიდა. გარდა ამისა, ის ძალიან ხშირად ამჩნევდა, რომ მამაკაცის მზერა თვალის დონეზე ვერ ადიოდა. ორი ზომის ამოღებით მსახიობმა ჰარმონია იპოვა.image






0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0