x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჭკვიანი ინდოელი, რომელმაც მართალია ჯონ ლენონისგან ფული ვერ მიიღო, მაგრამ ბევრად მეტი მოგება მიიღო

image
საზოგადოებაში ყველა ეპოქაში მოიძებნებოდა ადამიანების კატეგორია, რომლებიც თითქოს უმნიშვნელო საქმეში უზარმაზარ მოგებას ნახულობდნენ თავისი საზრიანობით.
ჯონ ლენონს ვფიქრობ ქართველი მკითხველისათვის გაცნობა სრული უაზრობა იქნება, იმდენად ცნობილია თავისი ბიოგრაფიით, ლეგენდარული ანსამბლის წევრობით, ფილოსოფიური აზროვნებით და სიკვდილითაც კი.

ცნობილი ფაქტია, რომ ჯონ ლენონი აღმოსავლურ ფილოსოფიას და მის მიმდინარეობებს აზიარა მისმა მეორე ცოლმა იოკო ონომ, რომელიც იაპონელი გახლდათ და რომელიც გახდა ლეგენდარული ანსამბლის დაშლის მიზეზიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ.

1972 წელს ახალგაზრდა ინდოელმა მიწერა ჯონ ლენონს, რომ მას აქვს ოცნება იმოგზაუროს დედამიწის ირგვლივ, რისთვისაც ფული არ ყოფნის და ითხოვა ფულით დახმარება.
ჯონმა ინდოელს ფილოსოფიური პასუხი დაუბრუნა: "მე გირჩევთ მედიტაციით დაკავდე და შენ შესძლებ შენს წარმოდგენაში დაინახო მთელი მსოფლიო".
ერთი სიტყვით ინდოელმა ფულადი დახმარება ვერ მიიღო ლენონისგან, თუმცა 1995 წელს აიხდინა ოცნება და დედამიწის ირგვლივ იმოგზაურა.

სად იშოვა ფული ან ვინ დააფინანსა ინდოელი რომელმაც 23 წლის წინ ლენონისგან ფული ვერ მიიღო?
ინდოელმა საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა აუქციონზე ლენონის წერილი, რომელიც ლენონმა თხოვნის პასუხად დაუბრუნა ახალგაზრდა ინდოელს.

სპეციალურმა კომისიამ დაადასტურა, რომ წერილი ეკუთვნოდა ჯონ ლენონს, რის შემდეგაც აუქციონზე სოლიდურ თანხად გაყიდული წერილის დახმარებით ინდოელმა აიხდინა ოცნება და იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ.



0
463
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
463