x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ძააან გართულდა ცხოვრება..." - სახალისო პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

image

სოციალურ ქსელში ვრცელდება სახალისო პოსტი, რომლის ავტორადაც მარი ჯაფარიძე(Mari Jafaridze)არის მოხსენიებული:


image

"ძაან გართულდა ცხოვრება...
ადრე გენაცვალე, ბიჭს გოგო მოეწონებოდა, ლაღიძის წყლებში დაპატიჟებდა ან და 5-კაპიკიან პონჩიკსა და 7-კაპიკიან ლიმონათზე (რესტორანში პატიოსანი ქალები არ დადიოდნენ მაშინ) და მოიგებდა გოგოს გულს...
ახლა ორივე მხარე „სამი გასაღების“ პრინციპით ცხოვრობს - სახლის, მანქანის, ოფისის გასაღებებია გადამწყვეტი.
image
ადრე გოგოს გულს რომ მოიგებდა, მერე გაიპარებოდნენ - ბიჭი სოფლად მცხოვრებ ნათესავთან წაიყვანდა გოგოს, ატყდებოდა დასაკლავი გოჭების ჭყვიტინი და ქათმების კრიახი, მოვიდოდა გოგოს მამა შუბლშეკრული, ცოტას სიძეს გაუხურებდა, მერე ქეიფსაც გაახურებდა და „აქედან ყველა მივდივართ ჩემთანო“, რომ იტყოდა, ცოლი მუჯლუგუნებით გაიგდებდა წინ და სახლში წაიყვანდა;
image
დილით პატარძალს თბილ „ნასკებსა“ და პირსახოცის ხალათს მიართმევდნენ .
დაქორწინების მეორე ვარიანტი სათხოვნელად გოგოს ოჯახში მისვლა იყო...
მიადგებოდა ბიჭი ნათესავებით გოგოს ოჯახს, დახვდებოდა სუფრა გაშლილი, „ნიშანს“ დაუტოვებდა და რამდენიმე ხანში ქორწილსაც დანიშნავდნენ...
ახლა ბატონებო, ასე არ ხდება...
image
ახლა უნდა დაიქირავო სპეციალური სამსახური, მოაწყო სადმე, მთა-ტყე-ზღვაში სპეციალური ადგილი, მეგობრები უნდა დარაზმო, შეყვარებული თვალებახვეული უნდა მიიყვანო ადგილამდე, დაუჩოქო (ის ვერ დავადგინე, რომელი მუხლით უნდა დაიჩოქოს) და ბეჭდის ყუთი გაუხსნა
მერე გოგო თვალებს გაახელს და ყასიდად გამოხატავს სიხარულს, იხტუნებს, იტირებს და ჩაეხუტება და „კის“ ეტყვის ...
image
ამის მერე იწყება, რაც იწყება.
ძველად სეფაში გაშლიდნენ, ბოძკინტებს ფერადი ქაღალდებისგან გაკეთებულ ყვავილებს შემოაკრავდნენ, სკამებზე შპალერს გადააკრავდნენ, კაი მადლიან პურმარილს დაახვავებდნენ და სანამ გამთენიისას ბოლო სტუმარი არ ამოაბოყინებდა, ფეხზე იდგა მასპინძელი .
ახლა რაა... ახლა სპეციალური სამსახური უნდა დაიქირავო და ქორწილის ორგანიზება დაგიგეგმონ....
ალიონის ღრუბლისფერი ვარდებით გააწყონ, ცისფერი შამპანურები აუცილებლად... ტორტი იმაზე დიდი უნდა იყოს, ვიდრე პარატძლის დაქალის ქორწილში იყო, 2 თვის წინ
ყველა სტუმარს ინდივიდუალური სკამი აქვს, აბრეშუმგამოკრული და უკან ბაფთაშეკრული ;
image
და საღამოს 9 საათზე ქორწილი დასრულებულია...
ბავშვის სქესს ადრე, როცა ჯერ კიდევ ექოსკოპიაც არ არსებობდა, სოფლის გამოცდილი მჩხიბავი ადგენდა ხოლმე... შეხედავდა მუცელზე და იტყოდა - ამას ბიჭი ეყოლება... ვსო, ეგ იყო სულა .
image
ახლა ბატონო, უნდა დაიქირავი სპეციალური სამსახური, დარაზმო მეგობრები და გულშემატკივრები, ექოსკოპიის პასუხი, სადაც ბავშვის სქესი წერია, ისე უნდა მიუტანო იმ დაქირავებულ სამსახურს, რომ თავად არ უნდა გქონდეს ნანახი ; მერე სადმე, ტყეღრე-მთა ზღვაზე მოაწყობენ სპეციალურ ადგილს, ან ბუშტებს გაახეთქინებენ ან ქვაბში ხელს ჩააყოფინებენ, ან რა ვი, ათასგვარ მეთოდს იგონებენ, რომ ბავშვის სქესი გამჟღავნდეს ;
image
ადრე ცოლ-ქმარი ქორწინების 1; 5; 10; და ა.შ. წლისთავს აღნიშნავდა, ისიც, ყველა არა .
ახლა ბატონო, პირველი თვალის თვალში გაყრის, პირველი ხელის ჩაკიდების, პირველი კოცნის, ქალის თმის კულულის მამაკაცის მხარზე პირველი შეხების, პირველი კამათის, ავტობუსში ერთად პირველად მგზავრობის, ნაყინის ერთად ჭამის და რა ვიცი, ათასგვარ დღეობებს აღნიშნავენ . პომპეზურად...
სპეციალურ სამსახურს ქირაობენ ამისთვის...
image
ბავშვის დაბადებაზე და მის შემდგომ მოვლენებზე სხვა დროს მოგიყვებით, რადგან სიტყვა გამიგრძელდა .
მორალი: შექმენი დღესასწაულების ორგანიზების „სპეციალური სამსახური“ და გახდი მილიონერი :))))))))
მაგრადმუშაობს რადგან ცხოვრება გართულდა
ავტორი:Mari Jafaridze


0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0