x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნაციონალურო და სალომდებულო ჟურნალისტიკავ, "ტრ..ში აყვავებული ბროწეული" უნდა გერქვას შენ!" - გიორგი მამაცაშვილი

image

"????ჯერ კიდევ წინა კვირაში მსურდა დაწერა.

ჰო, ჯერ კიდევ წინა კვირაში მსურდა იმის დაწერა, რომ ყველა ჟურნალისტი არაა, ვინც ხელში მიკროფონს დაიჭერს.
ან ვინც სტუდიის მანტიას მოირგებს და კამერებს თვალს გაუსწორებს.
არც ის, ვინც კამერებს ჩახედავს და სისხლი ტვინში აასხამს სიამოვნებისგან.
და მერე აღარ უკვირდება, ამ სიამოვნებისგან გატრუნული და "კაიფში მყოფი" როგორ კვეთს წითელ ხაზებს და როგორ ემსგავსება მისი "ჟურნალისტიკა" გვარამია-ჰოლმსისა და მისი "ექიმი ვატსონის" უზნეო და უზრდელურ ეთერებს.
თუ ვინმეს "ემცხეთა", კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, უთქვამთ და ჩათვალონ ჩემი ეს სეზონური "წკიპურტიც" ილიასეულ "სარკეში ჩახედვად"...
თუ არადა, ვარაიდა, ბიჭო, ვარალე...
????
არადა, დღეს პროფესიად უარყოფილი და ბოკერია-რამიშვილის სააკაშვილისეული სექტისგან იავარქმნილი ჟურნალისტიკისგან აღარაფერია დარჩენილი თითქმის...
????
ლეგენდად ქცეული ჟურნალისტთა თაობა მიდის.
და "ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?!" ფრაზის მოხმობა ისეთივე უადგილოა ჩვენს პროფესიასთან მიმართებაში, როგორც მამუკა ხაზარაძის დაყენებაა მკრეხელობა მერაბ კოსტავას გვერდით.
საუბედუროდ, მომავლიდან მხოლოდ ერთეულები "მოდიან" და ვშიშობ, თუ დროულად არ მოხდა "ქირურგიული ჩარევა" თანამედროვე ჟურნალისტიკის გადასარჩენად, ხელთ მხოლოდ უტიაშვილის "მონა ეკა" და "აქუებად" ქცეული ნიჭიერი, მაგრამ წითელ ხაზებს მიახლოებული "მანია გრანდიოზები" შეგვრჩებიან.
????
არადა, ჟურნალისტიკა ზნეობაა, უპირველეს ყოვლისა და მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება იქცეს პროფესიადაც და მავანთათვის - ჰობადაც...
????
არადა, დღეს ყველა "ჟურნალისტია" - წამყვანიც, საინფორმაციოს რეპორტიორიც, ბლოგერიც, მსახიობიც, სპორტსმენიც, პოლიტიკოსიც, (მათ შორის - შარვალჩახდილიც)...
ჟურნალისტობს ყველა, ვისაც არ ეზარება და ვისაც, უბრალოდ, "ლაივის" ჩართვა შეუძლია "ფეისბუქში"...
ჟურნალისტობენ ეს დალოცვილები და მორალსაც გვიკითხავენ დღემუდამ.
არადა, რომ არც ეზარებათ და არც უხერხულობას გრძნობენ?!
????
ახლა მთავარზე...
ლამის ხუთი წლის განმავლობაში, არცერთხელ(!) არ გახსენებია საინფორმაციო სააგენტოები და ბეჭდვითი მედია ქალბატონ პრეზიდენტს.
არასდროს!
არცერთხელ!
არც როდის!
და ახლა, ცამოწმენდილზე, პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟეს მედია.
დაპატიჟეს სრული შემადგენლობით - მეტრამპაჟეებითა და დამკაბადონებლებით, მზარეულებითა და სტილისტ-კორექტორებით,
მძღოლებითა და ასოთამწყობებით, ჟურნალისტებითა და "ჟუუუუუურნალისტებით"...
ოღონდ, სახელობითად არა.
არ იცოდნენ ამდენი ჟურნალისტის სახელი.
დაპატიჟეს ერთიანად.
როგორც ლიაკა ხოშტარიას საყვარელ ქვეყანაში ამბობენ - "ოპტომ".
თან, "ევროპულ ზარზეიმს" ნებაყოფლობითი ხელმოწერით შემოუერთდითო.
ოღონდ, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი არც გახსენებიათ სალომე ზურაბიშვილსა და მის მიერ მოსაწვევების დასარიგებლად გამწესებულ ქვეშევრდომებს.
რომც გახსენებოდათ, ამით არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ...
იმთავითვე ხელი ვკარი მათ მოწვევას, რადგან აშკარად ჩანდა, ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილის შემფასებელ ზურაბიშვილს რაღაცა "ოღრაშობა" ჰქონდა ჩაფიქრებული.
სავარაუდოდ, ასეცაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამტყუნებულ და ოპოზიციურ ფრონტზე ოფიციალურად გადასაბარგებლად გამზადებულ პღეზიდენტს მხარდამჭერთა დიდი არმია სჭირდება ევროპელთათვის თავის მოსაწონებლად.
შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელადაც.
უბრალოდ, "რეზიდენტ ...ქალად" და "მძ...ის ქოთნად" მისი შემფასებლები როგორ და რატომ აღმოჩნდნენ ორბელიანის სასახლეში, ბევრისთვის ამოუხსნელ გამოცანად რჩება.
არადა, "ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა" ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად, ისინი რუსეთუმეებად და ალქაჯებად მონათლა სააკაშვილის მემკვიდრემ.
ჰო, სააკაშვილის მემკვიდრემ, თორემ ზვიად გამსახურდიასთან მისი შედარება კიდევ უფრო დიდი მკრეხელობა იქნება, ვიდრე "ტრ...ში აყვავებული ბროწეულის" პროფესიული კუთხით შედარება, გნებავთ - გელა ზედელაშვილთან და თუ გსურთ - გიგლა გობეჩიასთან...
ბროწეულს შეგაჯავრებს კაცს, ამას რომ
უსმინო...
ჰო, "აყვავებული ბროწეულიც" ჟურნალისტობას ჩემულობს, სხვათაშორის...
????
"არაჩვეულებრივი გამოფენა" ეს იყო, თუ იყო.
ნიკა არაბიძე, ალეკო მალხაზიშვილი, ვანო ფხაკაძე, ვანო ჯავახიშვილი, გოგი გვახარია, მიშა მშვილდაძე, "ტრ**კში აყვავებული ბროწეული", ილო ბეროშვილი, "ღამის შოუ, "დღის შოუ", "საღამოს შოუ", "შუაღამის შოუ", ეს "შოუები" ბენდებთან და ბენდების გარეშე, სააკაშვილის პაროდისტი პაროდიის გარეშე...
მოკლედ, იქ მყოფი მარინა ბერიძის თქმისა არ იყოს, "მთელი ტფილისი იქ იყო"...
სასაცილოდ ჟღერს, შეიძლება, მაგრამ სატირალი უფროა - მედიასთან პრეზიდენტის შეხვედრაზე არ ყოფილან ჟურნალისტები...
"ნაციონალური მოძრაობის" და მათი ანასხლეტების პარტიული ტელევიზიების ე.წ. ჟურნალისტებს არც ვგულისხმობ.
რაღა დროის მათი ჟურნალისტიკაა.
ზალიკო უდუმაშვილის მსგავსად, ღიად პოლიტიკურს "აწვებიან" უმეტესად.
აკი, თავშიც ვთქვი, "მძ...ის ქოთნად" ზურაბიშვილის შემფასებელი, "ნაციონალური", ან ნაცმიდრეკილი პარტიული ტელევიზიის ახლა უკვე ხელმძღვანელს გიორგი გაბუნიას თუ იქ ნახავდა კაცი, ვინ იფიქრებდა...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რამდენიმე პატივსაცემი კოლეგაც ვნახე "არაჩვეულებრივ გამოფენაზე", ფაქტი ფაქტად რჩება: თუ ასე გაგრძელდა, ქართული ჟურნალისტიკის საქმე "ბოლო ვაგონშია"...
აბა, ზურაბიშვილის საქმე რომ "ჩახსნილ ვაგონშია", ეს ისედაც ცხადია...
????
"თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო", - ზედგამოჭრილია ნაციონალების პრეზიდენტისთვის.
აბა, დალოცვილო, ქვეყანაში პაატა გყავდეს, ნაცვლიშვილი, თეიმურაზ ქორიძე გყავდეს, არჩილ გოგელია, აკაკი სიხარულიძე, ლაშა ნადარეიშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, დემიკო ლოლაძე, ვან ბაიბურთი, გიგლა გობეჩია, თამაზ ჩიქვანაია, მერაბ ხაჩიძე, ლეონიდე დოლიძე, სანდრო კოტორაშვილი, ირმა ინაშვილი, ნანა დევდარიანი, ნანა ლომაია, გოჩა ხუნდაძე, ვადიმ ანასტასიადი, გრიგოლ ჩიგოგიძე, თენგიზ გაჩეჩილაძე, სპარტაკ ქობულია, ოთარ ტურაბელიძე, თემურ ჟღენტი, გუბაზ მეგრელიძე, ვახტანგ ნადირაძე, ზაზა ტალახაძე, ალეკო ასლანიშვილი, ნინო კვაჭანტირაძე, მანანა კარტოზია, ლალი მოროშკინა, მიხეილ მჭედლიძე, გულიადა ჭკადუა, ლია ჭიღლაძე, ნინო გოძიაშვილი, მარინე გიგინეიშვილი, მარინა თექთუმანიძე, ბადრი ვადაჭკორია, ამირან ტალახაძე, რობიზონ ოდიკაძე და მათი მსგავსი დამსახურებული ჟურნალისტები გყავდეს და მაინც გოგი გვახარიას და "ტრ..ში აყვავებულ ბროწეულს" იტენიდე, რაღაცაშია საქმე და ვერ გაგვიგია...
არადა, შენიშნავდით, ჩემი მეგობრები და ჩემი თაობის ჟურნალისტები შეგნებულად არ ჩამოვთვალე და მხოლოდ ღვაწლმოსილი და დამსახურებული კოლეგების ნაწილზე შევჩერდი, პროფესიულ ნეპოტიზმში რომ არ დამდონ ბრალი...
აქაც ბევრი ღირსეული კოლეგა ვერ ჩამოვთვალე და მომიტევებენ, იმედია.
????
თავში ვწერდი, ჟურნალისტიკა, უპირველესად, ზნეობასთან უნდა იყოს ახლოს და მხოლოდ ამის მერე უნდა ვიფიქროთ პროფესიად მის ქცევა/აღდგენაზე-თქო...
აკი, ჯერ კიდევ წინა საუკუნეშიც ამას წერდა დიდი ილიაც: "ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს მას!"
????
სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ წინა კვირაში სინდისთან ყველაზე მწყრალად ეს იყო და ეს...
P.S.
"მთავარ არხზე" მომუშავე დეა მამისეიშვილს ხაბეიშვილის ხელის ბიჭებმა კბილი გაჰკრეს.
ჟურნალისტიკა დაუწუნეს და "შავ სიაში" შეიყვანეს.
ზოგმა ნაცმიდრეკილმა და თემურ ალასანიას ფან -კლუბის წევრმა "ფორმულაზე" მომუშავე ნინო ჟიჟილაშვილის ფოტო ატრიალა წაღმა-უკუღმა.
ხაბეიშვილის ბატიფეხურიან - ავტოგრაფიანი ქაღალდი რომ აფრიალა ჟიჟილაშვილმა, ის ფოტო.
მიხეილ სააკაშვილმა კი ბოღმები ვეღარ მოთოკა და ვახო სანაიას გაჰკრა კბილი.
და რატომღაც ერთი ინტერვიუ გამახსენდა ქართველი ჰიტლერის პრეზიდენტობის პერიოდიდან.
დღეს უკვე მიშას მეხოტბედ ქცეული, თქვენ წარმოიდგინეთ და - ჩემთვის პატივსაცემი რესპოდენტი გიორგი სანაიას მკვლელობაში პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს ადებდა ხელს!
თან არაერთგზის!
თინა ბოკუჩავამ და ანაწითლიძემ სალამური ააკვნესეს და თავიანთ ბელადს ორაზროვან განცხადებებში დასდეს ბრალი ირიბად.
ზოგადად, ნაცებში მიმდინარე პროცესებს მარტივად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ზღაპრის სახელი - "მელია და მწყერჩიტა".
ზღაპარში აშკარად მწყერჩიტაა გამარჯვებული მელიასთან პაექრობაში, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სეირის მოყვარულებს არჩევნებამდე მთელი ერთი წელი აქვთ დარჩენილი.
"ვიღაცამ სააკაშვილის ბუდეს გადაუფრინა" და ნაცებმა ერთმანეთის კბენა - ღრენა კვლავ განაახლეს.
"რაც გვინახავს, ისევ ვნახავთ, ნატვრა ჩვენი სიზმარივით ცხადდება" - გენიალურად უხდება გოგი ცაბაძის ლეგენდარული სიმღერის ტექსტი რეალობას.
ვანო კი დუმს.
მერაბიშვილი.
ადრე, წლების წინ დავწერე: "მიშა, უფრთხილდი ვანოს!"
ვისაც უნდა წაეკითხა, ყურად არ იღო.
ახლა ვწერ:
"ნაცებო, უფრთხილდით ვანოს!"
თუ არ გსურთ, ნურც ახლა წაიკითხავთ.
შემიდგომაზე დაითვალეთ წიწილები.
მოკლედ, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა - ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ეგაა საკითხავი...
P.P.S.
ნაციონალურო და სალომდებულო ჟურნალისტიკავ, "ტრ..ში აყვავებული ბროწეული" უნდა გერქვას შენ!"-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი
0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0