x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან...“ - ლექს-სენი პანიკურ შეტევებს ებრძვის
image

.

ლექს-სენი ჯანმრთელობის პრობლემაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მას პანიკური შეტევები აქვს, რომელთან გამკლავებაც უწევს:

,


„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ცხოვრება მაშინაა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეჯახები. როცა ამ მხრივ არასტაბილური მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაზე ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს. ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევები იყო პრობლემა. ეს გემართება და არასდროს გადის. სულ მკურნალობა სჭირდება. ერთხელ რომ დაგემართება, უნდა იცოდე, რომ მომავალში მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან. გადაღლა, ემოციური ფონი, ბევრი ფაქტორია, რომელიც მასზე მოქმედებს და მერე უკვე ავადმყოფობამდე მიდიხარ. ერთი პერიოდი ძალიან კრიზისული იყო, საბედნიეროდ, გადავლახე და ამის შემდეგ ეს მდგომარეობა სტაბილურად უნდა მართო…

.

– როცა ხვდებით, რომ კრიზისი ახლოვდება, ეს პანიკაში გაგდებთ?



– არა, პანიკაში არ ვვარდები, მაგრამ უფრო ყურადღებიანი ვხვდები, რომ იქამდე ნორმალურად მივიტანო თავი, სანამ შოვნის საშუალება მომეცემა. ანუ, თუ საჭიროა, ხელმომჭინეობაც შემიძლია, მერე რომ პურის გარეშე არ დავრჩე. ემოციურად ძალიან არასასიამოვნოა. ვიძაბები და ხასიათზე მოქმედებს, რაც საკმაოდ მეტყობა ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ. როცა საშუალება გაქვს, შეიძლება, რაღაცების უფლება მისცე თავს. მაგალითად, წახვიდე დასასვენებლად საზღვარგარეთ, მაგრამ ბოლო სამი-ოთხი წელია, ამის საშუალება აღარ არის და არსად წავსულვარ, რადგან ამისთვის ფული აღარ მაქვს გათვლილი – ასე ვაბალანსებ ხოლმე. ყველაფერს თავის დრო აქვს.“ – აღნიშნავს რეპერი ლექსენი,

,

ულ ახლახან რეპერმა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაშიც იგივე პრობლემაზე ვრცლად ისაუბრა. მისი განმარტებით ეს მისი სერიოზული პრობლემაა. ცნობილია, რომ იგივე პრობლემა ნანუკა ჟორჟოლიანმაც დაძლია. ჟორჟოლიანმა ამ პრობლემის თაობაზე ვრცლად რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა.

0
507
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0