x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იქ, სადაც ნუცა ცხოვრობდა, ვეღარასდროს ჩავალ“ - მაია ასათიანი კითხვას პასუხობს
image

ყოფილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი არც თუ იშვიათად "ინსტაგრამის" გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.



ერთ-ერთ შეკითხვა მის გარდაცვლილ შვილს, ნუცა მახვილაძეს ეხებოდა:"საფრანგეთში, ნუცას უნივერსიტეტში და საცხოვრებელში ჩახვიდოდი?"
image

ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ იქ, სადაც ნუცა სწავლობდა, ვეღარასდროს ჩავა.
image

„მიფიქრია ამაზე და არაერთხელ, უბრალოდ ჩემი ტრაგედიასთან ბრძოლის მეთოდი არის ისიც, რომ არასდროს შევიდე მძიმე მოგონებებში. არ ვიფიქრო და ვაკეთო ისეთი რაღაცები, რაც შინაგანად დამანგრევს. ამიტომ ასე მგონია, რომ პარიზში ვეღარასდროს ჩავალ, უფრო სწორად არ ჩავალ იმისთვის, რომ იქ სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნო, აი ასეთი პასუხი მაქვს....მით უმეტეს უნივერსიტეტში და იმ საცხოვრებელში, სადაც ნუცა ცხოვრობდა“, - ამბობს ვიდეოში მაია ასათიანი.





შეგახსენებეთ, მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ერთადერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა.


გო­გო­ნას მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა განუვითარდა, რა დროსაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.


იმავე წელს თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლა­ში ნუცა მახ­ვი­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­კი­თხვე­ლო გა­იხ­სნა. სწო­რედ ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე ტე­ლე­წამ­ყვან მაია ასა­თი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი.


სამ­კი­თხვე­ლოს გახ­სნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და მის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ეკუთ­ვნოდა, აღ­ნიშ­ნულ ღონისძიებაში და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბიც - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაია ასა­თი­ა­ნი და ტელე-რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძეც მონაწილეობდა.

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0