x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფოტოები, სადაც ვარსკვლავებმა იმაზე მეტი აჩვენეს, ვიდრე საჭირო იყო
image


უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული ამქვეყნად არავინაა: ხან კაბა იწევს ყველაზე შეუფერებელ მომენტში ზემოთ, ხანაც საცვალი იპყრობს მთელს ყურადღებას. რიგითი მოკვდავები უხერხულ სიტუაციებს უმალვე ასწორებენ, ხოლო აი, ვარსკვლავების კაზუსები ფირზე მყისიერად ხვდება. ამ შემთხვევებს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები დღესაც კი სირცხვილისა და სიცილის გარეშე ვერ იხსენებენ.




ლინდსი ლოჰანი


image


ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი შეიძლებოდა რომ აღმოჩენილიყო, თუმცა ტაბლოიდების პირველ გვერდებზე როგორც წესი, მხოლოდ ვარსკვლავები ხვდებიან. ერთხელ ლინდსი ლოჰანს მანქანიდან გადმოსვლისას ქვედაბოლოს გასწორება დაავიწყდა - მსახიობის "ფორმების" შეფასება კი ყველა მსურველმა შეძლო.






კეტი პერი



image


კეტი პერი კონცერტებისთვის ყოველთვის უჩვეულო ჩაცმულობას ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის კარგად გააზრებული ნაბიჯი. დროდადრო კეტი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს აი, ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ "ამის" სანახავად მისულიყო.




ქეით მოსი


image



ახლა გასაგებია რატომ უსაფრდებიან პაპარაცები ვარსკვლავებს ზედ მანქანების კარებებთან. ვიღაცას ნამდვილად სურს პირველმა აღბეჭდოს სელებრითი, თუმცა უმრავლესობა მათგანი როგორც წესი, უხერხულ მომენტებზე ნადირობს. ფოტოზე მოდელს ქვედაბოლო აეწია, რითიც პაპარაცებმა საგულდაგულოდ ისარგებლეს.





ჯენიფერ ლოურენსი


image


კიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.




ტეილორ სვიფტი


image



ამერიკელი მომღერალი 2018 წლის "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა (ყველასთვის მაშინვე გახდა გასაგები, რატომ დააზღვია მომღერალმა ფეხები 40 მილიონ დოლარად) თუმცა, საღამოს განმავლობაში ტეილორს ექსტრავაგანტულმა ჭრილმა არაერთხელ უმტყუნა.





ლედი გაგა


image


სავარაუდოდ, ლედი გაგა ზოგიერთი "ღირსების" გამოჩენას წინასწარ საგულდაგულოდ გეგმავდა, თუმცა მთლიანობაში პოპ - მომღერლის "ლუქი" სულ მცირე უცნაურად გამოიყურებოდა: სქელი და რთული დეკორი წინიდან და შიშველი "მეხუთე წერტილი" უკნიდან.





ელიზაბეტ ჰარლი


image


ელიზაბეტ ჰარლის გადამწყვეტ მომენტში კაბის გასწორება დაავიწყდა, რის გამოც პაპარაცების სამიზნე გახდა. ვარსკვლავი პრეზენტაციისთვის ასეთი შეუფერებელი სამოსის არჩევანში აშკარად შეცდა.


რიანა


image


რიანას მდიდრული კაბა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უაღრესად "უმწიკვლოც" ჩანდა, თუმცა კაზუსის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა: ბარბადოსელ ლამაზმანს მკლავის ცალი მხარე მოღალატურად ჩამოუცურდა და თაყვანისმცემლებს იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო. რიანამ კაბის მხარი აუღელვებლად გაისწორა და პაპარაცებს ამ უხერხული მომენტის დაფიქსირების საშუალებაც მისცა.





კიმ კარდაშიანი


image


სკანდალური ტელევარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში ნახევრად გამჭვირვალე კაბით ისე გავიდა არც კი უფიქრია რომ მისი თეთრეული შესაძლოა "საზოგადოებრივ საკუთრებად" ქცეულიყო. ისე ეპატაჟური ფოტომოდელისგან და რეალითი შოუების ვარსკვლავისგან მსგავსი საქციელი არც არავის გაკვირვებია.







0
489
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
489