ქალი და მამაკაცი ფოტოგრაფმა გაამხილა, რომელი 3 კადრი მიუთითებს მალე განქორწინებაზე 2023, 21 ნოემბერი, 14:21 ქორწილების ფოტოგრაფი შეილა ჰარინგტონი (Sheila Harrington), რომელიც ათ წელზე მეტია საქორწილო ცერემონიებს იღებს, საუბრობს სამ სახიფათო კადრზე წყვილების ფოტოსესიიდან. მისი დაკვირვებით, ეს სიუჟეტები მიუთითებს, რომ წყვილი განწირულია და მალე განქორწინდება. ფოტოგრაფი თავის მოსაზრებებს ტიკტოკზე აზიარებს.
პირველ რიგში, შეშფოთებას იწვევს ახალდაქორწინებულის მიერ ოჯახთან ერთად გადაღებული სამზე მეტი კადრი, მეუღლის მონაწილეობის გარეშე. თუ საქმრო ან პატარძალი ფოტოებს იღებს თავის მშობლებთან, დეიდებთან და ბიძებთან, ბებიებთან და ბაბუებთან, მაგრამ მეორე ნახევარს არ ეძახის, ეს საგანგაშო ნიშანია. შეილა მეორე საგანგაშო ნიშნად თვლის კადრს მიღმა მომენტებს, რომლებიც ქორწილისთვის მზადებას უკავშირდება. ცნობილია, რომ პატარძალს ხშირად უღებენ, როცა იცვამს და ლამაზდება. თუ ამ გადაღებების დროს ქალი არ საუბრობს თავის საქმროზე, ეს ძალიან ცუდია. ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია საკუთარ თავზე და არ ახსოვს საყვარელი ადამიანი. ნუთუ ეს ეგოიზმი არაა? ბოლო ნიშანი ახალდაქორწინებულების მეგობრებს უკავშირდება. თუ ერთ–ერთი მეუღლე მუდმივად იღებს ფოტოებს მეგობრების გარემოცვაში, ოჯახურ ცხოვრებაში მეგობრები მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა მეგობრებთან ერთად დასვენებამ ოჯახები დაანგრია. მგონი, აქ ყველაფერი მარტივი და ლოგიკურია. ჰარინგტონი ვიდეოს წარწერაში განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი დაკვირვებაა. ფოტოგრაფმა თავის მიმდევრებს ჰკითხა, თუ ეთანხმებოდნენ. სთხოვა მათ გამოცდილების გაზიარება დასკვნების დასადასტურებლად ან უარყოფისთვის. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შეილას დაკვირვებები მართალია. ვიდეოს ქვეშ რამდენიმე ფოტოგრაფმა მისი თეორია დაადასტურა. მას ეთანხმებიან ბევრი ქალი და კაციც, რომლებმაც განქორწინება გამოიარეს. "ზუსტად ასეა, ჩემი ქმარი ჩემთან ერთად დროს არ ატარებდა ქორწილზე. მისი მეგობრები ჩემთან ერთად არა თუ ფოტო არ გადაუღიათ, არამედ არც მოულოცავთ". ასე მოკლედ აღწერა თავისი ისტორია ჰარინგტონის ერთ–ერთმა გამომწერმა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა 2. 11 საზიზღარი ნიშანი, რომ ურთიერთობაში ახალ დონეს მიაღწიეთ 3. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს 4. 5 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება 5. 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია 6. მეცნიერებმა დაადგინეს – მორწმუნეები უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსისგან, ვიდრე ათეისტები 7. ცოლმა ქორწილის მეორე დღეს განქორწინება მოითხოვა - მიზეზი რომ იცოდეთ, თქვენც ასე მოიქცეოდით 8. 5 რამ, რასაც მამაკაცი მაშინ აკეთებს, როცა ცოლი არ უყვარს 9. ვბრაზდებით, როცა პარტნიორისგან ნაკლებ ყურადღებას ვიღებთ: როგორ ვქმნით პრობლემებს ურთიერთობაში 10. რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 335 1-ს მოსწონს |