ქალი და მამაკაცი 11 საზიზღარი ნიშანი, რომ ურთიერთობაში ახალ დონეს მიაღწიეთ 2023, 6 ოქტომბერი, 9:51 არაფერი აახლოებს შეყვარებულ წყვილს, როგორც თანაცხოვრება. ოჰ, ეს პირის ღრუს სუნი დილით, განხილვა, ვინ როგორ გავიდა ტუალეტში და ფერიმჭამელის ერთად გამოდევნა. საზიზღრობაა, ასეა?
თუმცა ეს და სხვა ნიშნები, მტკიცებულებაა, რომ თქვენმა ურთიერთობამ ახალ დონეს მიაღწია. 1. არ გჭირდებათ გაპარსვა ჯანსაღ ურთიერთობაში კარგია ის, რომ არც ერთს არ სჭირდება გაპარსვა, თუ ამის სურვილი არ აქვს. თქვენს პარტნიორს არ ადარდებს ფეხზე თქვენი თმიანობა, თქვენც არ ეწუწუნებით ერთკვირიანი გაუპარსავი წვერის გამო. იდეალურია. 2. აკუებთ და ერთმანეთის არ გრცხვენიათ ჩვეულებრივ, გოგოებს სურთ დაუმტკიცონ ბიჭებს, რომ საერთოდ არ აკუებენ. მაგრამ რამდენიმე თვე გადის და უცებ, როგორც ქუხილი მოწმენდილ ცაზე, ეს ხდება, ის აკუებს. ხმამაღლა. საიდუმლო გამხელილია და დასამალი არაფერია. ახლა ერთმანეთის წინაშე იმდენჯერ შეგიძლიათ აკუოთ, რამდენიც გსურთ.3. ტუალეტის ყველა დეტალს მცირე უხერხულობის გარეშე განიხილავთ არავის უყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ ტუალეტში გავიდა. ამას განიხილავენ ექიმთან და ძალიან ახლო მეგობერთან. თუ მეორე ნახევართან ტუალეტის საკითხებზე საუბარი აღარ გრცხვენიათ, ეს ნიშანია, რომ ახალ დონეზე გადადით.4. თვიურზე საუბარი ჩვეულებრივი გახდა კრიტიკული დღეები არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ მტკივნეულია. ზოგჯერ გოგოს უბრალოდ სურს, ვინმეს ეწუწუნოს. თუ ნამდვილად ახლოს ხართ, ამ თემაზე ლაპარაკის არ მოერიდება. მაგრამ ღვთის გულისთვის, არასდროს უთხრათ შეყვარებულს მსგავსი ფრაზა: „რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული, შენ რა თვიური გაქვს?“5. ღია კარში შარდავთ იმის ნაცვლად, რომ ლაპარაკი შუა სიტყვაზე გაწყვიტოთ, ტუალეტში გაიქცეთ და კარი მოხუროთ, ტუალეტის კარს ღიად ტოვებთ და დაწყებულ საუბარს აგრძელებთ.6. უფლებას აძლევთ შხაპის მიღებისას მოშარდოს, როცა ერთად იბანთ თუ ამ პუნქტს მიაღწიეთ და მშვიდად შეგიძლიათ უყუროთ, როგორ შარდავს შხაპის დროს, გამოდის ის სრულად მიიღეთ.7. დილით მისი სუნი პირში არ გაწუხებთ ვინაიდან ერთად გძინავთ, დილით პირის ღრუს სუნი გარდაუვალია. ისღა დაგრჩენიათ შეეჩვიოთ და ისე მიიღოთ, როგორც თავისთავად არსებული.8. ერთმანეთს ფერიმჭამელების გამოდევნაში ეხმარებით ზოგიერთი გოგო, ბიჭიც სახეზე ფერიმჭამელის გამოდევნაზე გიჟდება. თუ პარტნიორს მშვიდად სთავაზობთ ფერიმჭამელის გამოდევნას, გამოდის ძალიან ახლოს ხართ.9. ავად ყოფნა კოცნაზე და სექსზე უარის თქმის მიზეზი არაა თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა მსგავსი აცნობის საშუალებას გაძლევთ.10. მშვიდად შეგიძლიათ გასუქდეთ ან გახდეთ ჩვენს სულელურ ეპოქაში ყველას აწუხებს გარეგნობა და წონა. კაცები სავარჯიშო დარბაზში ოფლიანობენ, ქალები მხოლოდ სტაფილოს ჭამენ და ბოროტი მშიერი თვალებით დადიან. თუ პარტნიორი გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ, არ დაკარგოთ!11. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მეორე ნახევარი წარმოუდგენლად სექსუალურად მიგაჩნიათ გაკუება, ზედმეტი წონა, ფერიმჭამელის გამოდევნა – ეს ყველაფერი ვერ ანგრევს თქვენი ცხოვრების სექსუალურ მხარეს.ასევე დაგაინტერესებთ: 1. 21 პატარა დეტალი, რომელიც ქალს მიმზიდველს ხდის 2. მამაკაცის 6 ჩვევა, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს 3. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს 4. 10 სასარგებლო ბონუსი ორგანიზმისთვის, რასაც სიყვარულით დაკავება იძლევა 5. ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა 6. ცხარე წიწაკა, ჩვილის ხელი, ჟოლო – ინტიმური ადგილების სახელები სხვადასხვა ქვეყანაში 7. რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად 8. 5 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება 9. 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია 10. 6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 374 შეფასება არ არის |