x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133635
  • ვიდეო:354903
  • სურათი:507995
ეს მხოლოდ იაპონიაში შეიძლება ხდებოდეს- 18 საინტერესო და უცნაური ფაქტი ამომავალი მზის ქვეყნის შესახებ

იაპონია საოცარი ქვეყანაა. ამ ქვეყნის კულტურა არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ტექნოლოგიური გამოგონებები, რომლითაც იაპონელები დანარჩენებს უსწრებენ. მატარებლები აქ მოძრაობენ 500 კმ/სთ სიჩქარით, კაფეში კი შეგიძლიათ დალიოთ ფინჯანი ჩაი კატების გარემოცვაში. და ეს არ არის ყველა ის უცნაურობები და სიურპრიზები, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ იაპონიაში აღმოჩენისას.

1. ნაკი სუმოს შეჯიბრში სუმოისტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ შეძლებს პირველი ერთი წლის ბავშვის ატირებას.image

2. “კონგო გუმი" არის უძველესი კომპანია მსოფლიოში, რომელიც მუშაობს 1400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. კომპანია დაარსდა ჩვენი წელთაღრიცხვით 578 წელს და განუწყვეტლივ ფუნქციონირებდა საოჯახო კლანის ქვეშ 2006 წლამდე, სანამ ის შთანთქა ტაკამაცუს კორპორაციამ.image

3. იაპონიაში ფერმერები აწარმოებენ კვადრატულ საზამთროს, რათა გაუადვილდეთ მათი შენახვა და ტრანსპორტირება.image


4. იაპონიაში შობადობა იმდენად დაბალია, რომ უფრო მეტი საფენები იყიდება მოზრდილებისთვის ვიდრე ჩვილებისთვის.image

5. იაპონიის მოქალაქე ჰოსონო მასაბუმი, რომელიც გადაურჩა ტიტანიკის ჩაძირვას, იაპონიაში მხდალად შერაცხეს, რადგან ის დანარჩენ მგზავრებთან ერთად არ ჩაძირულა.image

6. იაპონიაში არის "კატების კაფეები", სადაც შეგიძლიათ დალიოთ ყავა კატების გარემოცვაში. მსგავსი თემატური კაფეები ბევრია, სხვადასხვა ქალაქში შეგიძლიათ იპოვოთ კაფეები სხვადასხვა შინაური ცხოველებით, ასევე ირმებით და გოჭებითაც კი.image

7. იაპონიაში სამუშაო ადგილზე ძილი მისაღებია, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ „ადამიანს ცოტა სძინავს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს“. ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს 30-წუთიანი სიესტის გატარების უფლებასაც კი აძლევს ნებისმიერ დროს, საღამოს 1-დან 4 საათამდე. ამ პრაქტიკას „ინემური“ ჰქვია.image

8. იაპონიაში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას. სკოლებში დამლაგებლები არ არიან.image

9. 1997 წელს 685 ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში პოკემონის ეპიზოდის ყურების შემდეგ, რამაც გამოიწვია თავბრუსხვევა, ღებინება და კრუნჩხვები. საუბარია პირველი სეზონის 38-ე ეპიზოდზე. ამ ეპიზოდში პიკაჩუ იყენებს ერთ-ერთ თავდასხმას, რის გამოც ეკრანი სწრაფად ანათებს წითლად და ლურჯად.image

10. იაპონიაში ყოველწლიურად 24 მილიარდი წყვილი ჯოხი გამოიყენება.image

11. იაკუძას შიშის გამო, ბევრი საზოგადოებრივი აბანო არ უშვებს ტატუს მქონე ადამიანებს შენობაში.image

12. მაგნიტური ლევიტაციით მატარებლებს შეუძლიათ 500 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.image

13. იაპონიის რკინიგზა ყველაზე სამაგალითოა მსოფლიოში. საშუალოდ, მატარებლის დაგვიანება არ აღემატება 18 წამს.image

14. ყველაზე დიდი იაპონური დიასპორა ბრაზილიაშია.image

15. იაპონიაში მობილური ტელეფონების 90% წყალგაუმტარია. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდები მობილურ ტელეფონს შხაპის მიღების დროსაც იყენებენ.image

16. ესპანეთში არის ქალაქი, სადაც თითქმის 700 ადამიანს აქვს გვარი "იაპონია". ისინი ყველანი არიან 6 სამურაის შთამომავლები, რომლებიც ესპანეთში გადავიდნენ მე-17 საუკუნეში.image

17. იაპონიაში არის მამაკაცის სასქესო ორგანოსა და ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი ფესტივალი: კანამარა მაცური.image

18. იშვიათი შემთხვევების გარდა, იაპონიაში ქუჩებს სახელები არ აქვთ.image

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0