x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133609
  • ვიდეო:355408
  • სურათი:507989
ამერიკაში გარდაიცვალა მფრინავი, რომელმაც ზესაიდუმლო საბჭოთა გამანადგურებელი დასავლეთს ჩააბარა
image

შეერთებულ შტატებში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა სამხედრო მფრინავი ვიქტორ ბელენკო, რომელმაც 1976 წელს სსრკ-დან იაპონიაში უახლესი ავიაგამადგურებელი მიგ -25 გაიტაცა. იგი ჯერ კიდევ ამა წლის სექტემბერში გარდაიცვლა, მაგრამ ჟურნალისტებმა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგეს.


როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბელენკომ თავისი სააქაო ცხოვრება ილინოისის მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. სტატია მისი სიკვდილის შესახებ The New York Times-ში გამოქვეყნდა. სხვა საკითხებთან ერთად, გამოცემა იუწყება, რომ შტატებში ბელენკო, რომელმაც ცოლ-შვილი სსრკ-ში დატოვა, ხელახლა დაქორწინდა, მაგრამ შემდეგ ისევ მარტო დარჩა.



დასავლეთმა МиГ-25-ის არსებობის შესახებ დაახლოებით 70-იანი წლების დასაწყისში შეიტყო.სადაზვერვო თანამგზავრებმა საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე აღმოაჩინეს ახალი საფრენი აპარატი, რომელიც გარეგნულად გიგანტური ზომის ავიაგამანადგურებელს წააგავდა.




დასავლელი სამხედრო ექსპერტები განსაკუთრებით ფრთების ზომებმა შეაშფოთა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ თვითმფრინავი მძლავრი გამწეობით და სწრაფი მანევრულობით გამოირჩეოდა, აგრეთვე სურათების შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ თვითმფრინავს ორი უზარმაზარი ძრავა ეგდა.მაინც რა სიჩქარის განვითარება შეეძლო საბჭოთა გამანადგურებელს?



მალევე პირველი ცნობებები ახლო აღმოსავლეთიდან მოვიდა.1971 წლის მარტის თვეში ისრაელის რადარებმა აღმოაჩინეს უცნაური ობიექტი, რომელიც 3, 2მ სიჩქარით მიფინავდა, ანუ ბგერაზე სამჯერ უფრო სწრაფად, ხოლო მისი სიმაღლე 20 000 მეტრი იყო.



ებრაელ სამხედროებს და მათ ამერიკელ კონსულტანტებს მსგავსი არაფერი ენახათ მანამდე, რამდენიმე დღის შემდეგ თვითმფრინავი ისევ გამოჩნდა, ავიაბაზიდან სასწრაფოდ ააფრინეს ავიაგამანადგურებლები, მაგრამ მათი სიჩქარე და სიმაღლე არასაკმარისი გამოდგა, მიზანს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდნენ.



იმავე წლის ნოემბრის თვეში ისრაელის საჰაერო ძალებმა ისევ აღმოაჩინეს იდუმალი თვითმფრინავი და რაკეტები დაუშინეს, თუმცა შეტევამ ფიასკო განიცადა..თვითმფრინავი ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ რაკეტების დეტონაციის დროს ის საკმაოდ დაშორებული იყო წვდომის წერტილს.



პენტაგონმა გაანალიზა სიტუაცია და დაასკვნა, რომ სერიოზულ პრობლემასთან ჰქონდა საქმე.



ყველაფერი იმის მანიშნებელი იყო, რომ საბჭოთა კავშირს გააჩნდა მფრინავი აპარატი, რომელიც ყველაფრით აღემატებოდა ყველა ავიაგამანადგურებელს, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს გააჩნდა.ამერიკელმა, რომლებმაც არაფერი იცოდნენ МиГ-25-ის შესაძლებლობების შესახებ, თვითმფრინავს კოდური სახელი მიანიჭეს-Foxbat-ი, იმ დრომდე სანამ ბალენკომ არ გადაწყვიტა დასავლეთში გაქცევა.

image


ლეინტენატი ბალენკო ხვდებოდა, რომ თვითმფრინავის გატაცება შესაძლებელია მისთვის ბედნიერი ბილეთი ყოფილიყო დასავლეთში გასაქცევად.



მისი სამხედრო ბაზა ვლადივოსტოკის სიახლოვეს, ჩუგუევკაში იყო განთავსებული.იაპონიას მხოლოდ 600 კილომეტრი აშორებდა.

image


1976 წლის 6 სექტემბერს ბალენკომ და კიდევ ერთმა მფრინავმა საწვრთნელი გაფრენა განახორციელეს.ბალენკო მოულოდნენლად მოწყდა მეწყვილეს და იაპონიის მიმართულებით გაფრინდა.



ბალენკომ გადაწყვიტა ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ეფრინა სულ რაღაც 30 მეტრის სიმაღლეზე, რათა საბჭოთა და იაპონურ რადარებს არ აღმოეჩინათ.როგორც კი იაპონიის საზღვარი გადაკვეთა 6000 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა და ისე განაგრძო ფრენა. რადარებმა ამჯერად აღმოაჩინეს უცხო ობიექტი, მასთან კონტაქტზე გასვლაც სცადეს, მაგრამ ბალენკოს რადიოსადგული სხვა სიხშირეზე ჰქონდა მომართული.



განგაშის ატეხვის შემდეგ ჰაერში იაპონური გამანადგურებლები აიჭრნენ და ბალენკოს გამოეკიდნენ, თუმცა ბალენკო ღრუბლების სქელ ფენაში შეძვრა, კვლავ ძირს დაეშვა და რადარის ეკრანებიდან გაქრა.


ბალენკო რუკით ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა პირველივე შემხვედრ აეროპორტზე დაშვებულიყო.ეს იყო ქალაქ ჰაკოდატეს აეროპორტი.



იაპონელები მხოლოდ МиГ-25-ის დაჯდომის შემდეგ მიხვდნენ სინამდვილეში რა ხდებოდა.მალევე აეროპორტი ცსს-ს თანამშრომლებით გაივსო.ამერიკელები ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი "ტუზი" დაეცათ.

image


თვითმფრინავი უახლეს ავიაბაზაში გადაიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში დეტალურად შეისწავლეს, შემდეგ კი დაშალეს.



ექსპერტები ავიაგამანადგურებელის ყოველ ნაწილს დაწვრილებით სწავლობდნენ.



ბალენკო რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულა, გადასახლდა აშშ-ში, პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა პირადა მიანიჭა ამერიკის მოქალაქეობა.

ბალენკომ ავიაინჟინრად დაიწყო მუშაობა, ამასთანავე აშშ საჰაერო ძალების კონსულტანტიც იყო.დაქორწინდა ხელმეორედ ამერიკელ ქალზე და სამი შვილიც ეყოლა, თუმცა როგორც ორკვევა პილოტი სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც სულ მარტო დარჩენილა.


image

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0