საქართველო
"რა ოსკაროსნობაზეა საუბარი, როდესაც ორ წელზე მეტია დაბლოკილი ვართ მის არხზე"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 19 ნოემბერი, 21:54
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლისთვის, ნიკა გვარამიასთვის "ჟურნალისტიკის ოსკარის" გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "CPJ"- ის გადაწვეტილებას უსამართლოს უწოდებს:
"რა ჟურნალისტიკის ოსკაროსნობაზეა საუბარი, როდესაც ნიკა გვარამიას ნებით ლეიბორისტული პარტია ორ წელზე მეტია დაბლოკილი ვართ მის სამფლობელო ტელევიზია მთავარ არხზე"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია გახლავთ პირველი ქართველი, რომელმაც პრესის თავისუფლების ზემოაღნიშნული ჯილდო მიიღო. "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ამ პრიზს ყოველწლიურად მსოფლიო მედიის წარმომადგენელებს გადასცემს. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ნიუ - იორკში, "გლას ჰაუზში" გაიმართა, ნიკა მეუღლესთან სოფო ლილუაშვილთან ერთად ესწრებოდა, რომელმაც მის გათავისუფლებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. საკუთარ სიტყვაში "მთავარი არხის" დამფუძნებელმა დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და სამშობლოსა და თავისუფლებას შორის არჩევანზე ისაუბრა.