ეკონომიკა კიმ კარდაშიანი "წლის კაცად" დაასახელეს 2023, 18 ნოემბერი, 18:39 ![]() არის ასეთი, ვიწრო წრეებში ძალიან ცნობილი ჟურნალი GQ, რომელიც წერს მეწარმეებზე, ბიზნესზე და ა.შ. ზოგადად, სწორედ ამ ჟურნალმა აღიარა კიმი "წლის მამაკაც-მაგნატად". მის გარდა დაასახელეს ტრევის სკოტი, ჯეიკობ ელორდი და ტომ ფორდი; კიმი და ეს სამი მამაკაცი ქვემოთ ფოტოზეა წარმოდგენილი. ![]() ამჟამად კარდაშიანების საოჯახო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომელიც მოიცავს ტრუსების, თეთრეულის, წინდების, საცურაო კოსტუმების და ტანსაცმლის გამოშვებას. კიმისთვის მამამისი, რობერტ კარდაშიანი მისაბაძი მაგალითია. ვისაც დაწვრილებით აინტერესებს რა ისწავლა კიმ კარდაშიანმა მამამისისგან შეუძლია მიყვეს ამ ბმულს. ![]() კიმ კარდაშიანი მამით სომეხია, დედით კი ნახევრად შოტლანდიელ/ჰოლანდიელი.მისი წინაპრები სემ და ხარომ კარდაშიანები ყარსის ოლქიდან, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, გადასახლდნენ ამერიკაში, 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის დაწყებამდე, სადაც ხორცის კონსერვების საოჯახო საწარმო გახსნეს, თუმცა კიმის მამამ, რობერტ კარდაშიანმა ადვოკატის პროფესია აირჩია და 1967 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სან-დიეგოს უნივერისტეტის იურიდიულ სკოლაში. ![]() 36 3-ს მოსწონს
|