x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანი "წლის კაცად" დაასახელეს
image

არ გეგონოთ, რომ სათაურში შეცდომაა გაპარული, ნამდვილად ასეა;ისე, რა გასაკვირია? თუ მამაკაცები შეიძლება იყვნენ "წლის ქალები"ან ქალთა სილამაზის კონკურსში გამარჯვებულები, მაშინ უკვე ყველაფერი მოსალოდნელია.


არის ასეთი, ვიწრო წრეებში ძალიან ცნობილი ჟურნალი GQ, რომელიც წერს მეწარმეებზე, ბიზნესზე და ა.შ. ზოგადად, სწორედ ამ ჟურნალმა აღიარა კიმი "წლის მამაკაც-მაგნატად". მის გარდა დაასახელეს ტრევის სკოტი, ჯეიკობ ელორდი და ტომ ფორდი;

კიმი და ეს სამი მამაკაცი ქვემოთ ფოტოზეა წარმოდგენილი.


image

კიმი, ფაქტობრივად, აღიარეს მამაკაცად ოჯახურ ბიზნესში შეტანილი წვლილისთვის და მამაკაცის საცვლების ახალი ხაზის გაშვებისთვის, გარდა ამისა, კარდაშიანების ოჯახი გახდა NBA მებრძოლებისთვის ტრუსების ოფიციალური მომწოდებლები.


ამჟამად კარდაშიანების საოჯახო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომელიც მოიცავს ტრუსების, თეთრეულის, წინდების, საცურაო კოსტუმების და ტანსაცმლის გამოშვებას.


კიმისთვის მამამისი, რობერტ კარდაშიანი მისაბაძი მაგალითია. ვისაც დაწვრილებით აინტერესებს რა ისწავლა კიმ კარდაშიანმა მამამისისგან შეუძლია მიყვეს ამ ბმულს.

image


კიმ კარდაშიანი მამით სომეხია, დედით კი ნახევრად შოტლანდიელ/ჰოლანდიელი.მისი წინაპრები სემ და ხარომ კარდაშიანები ყარსის ოლქიდან, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, გადასახლდნენ ამერიკაში, 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის დაწყებამდე, სადაც ხორცის კონსერვების საოჯახო საწარმო გახსნეს, თუმცა კიმის მამამ, რობერტ კარდაშიანმა ადვოკატის პროფესია აირჩია და 1967 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სან-დიეგოს უნივერისტეტის იურიდიულ სკოლაში.

image

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ბევრ ამერიკელ მოქალაქეს არ ესმის, როგორ შეიძლება მოხდეს, რომ "წლის კაცად " კიმ კარდაშიანი დაასახელონ? კიმს, ხომ გენდერულად აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო მამრობით სქესთან?


0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0