საქართველო "ეს ტვინთხელა უნიფხო, ცხვირმოუხოცავ, მოძალადე შვილებს კერპებად აცხადებს"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი 2023, 17 ნოემბერი, 23:45 "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ საკუთარი 15 წლის ვაჟისთვის "ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის" წოდების მინიჭების შემდეგ, "ღირსეული შრომისთვის" და "რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის" გადაცემულ მედლებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:"ეს სქელკუნთა და ტვინთხელა არცხვენს ჩვენს მოძმე ჩეჩენ ხალხის იმითაც, რომ უნიფხო, ცხვირმოუხოცავ, მოძალადე საკუთარ შვილებს კერპებად აცხადებს. "- წერს შალვა ნათელაშვილი საკუთარ სტატუსში, რომელსაც თან ჩეჩნეთის ლიდერის საკუთარ ვაჟთან ადამ კადიროვთან ერთად გადაღებულ ფოტოს ურთავს:რუსული მედიის ინფორმაციით, ადამ კადიროვმა მედლები ამჯერად "ღირსეული შრომისთვის" და "რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის" მიიღო.615 შეფასება არ არის |