ქალი და მამაკაცი პატარძალმა საქმროსგან უჩუმრად ქორწილში მისი ყოფილი შეყვარებულები დაპატიჟა 2023, 17 ნოემბერი, 18:20 ჩინელი მამაკაცის ყოფილი შეყვარებულები მის ქორწილში მეჯვარეები გახდნენ. ჩინეთში პატარძალმა გადაწყვიტა საქმროსთვის ოინი მოეწყო და ქორწილში მისი ყოფილი შეყვარებულები დაპატიჟა. ამის შესახებ News Nine წერს. პატარძალს, სახელად ლიუს, ჩუნცინის რეგიონიდან სურდა გამოეცადა თავისი რჩეულის ხასიათის სიმტკიცე, როდესაც გაიგო, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ადრე ხვდებოდა მის მომავალა ქმარს. გოგონამ არა მარტო მალულად დაპატიჟა ისინი ქორწილში, არამედ ხელისმომკიდებადაც დამოიყენა გვერდში საქაორწინო ცერემონიაზე მისული საქმრო ყოფილი შეყვარებულების დანახვაზე გაოცდა, მაგრამ მძაფრი ემოციები არ გამოუხატავს. მოულოდნელი სიურპრიზი მშვიდად მიიღო და შეუდგა საქორწინო რიტუალის შესრულებას. როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ცერემონიიის ამსახველი ფოტოები ნახეს, მათ შეაქეს მამაკაცი თავშეკავებისთვის, ხოლო გოგონას ოინს "საშიში ხუმრობა" უწოდეს. თუმცა ზოგიერთმა კომენტარში შეაქო გოგონა, რომელმაც ასეთი რისკიანი ნაბიჯი გადადგა, რაც იმაზ ემიუთითებს, რომ ის სრულად ენდობა საქმროს და ეჭვის ნატამალიც არ გასჩენია. თუმცა ვიღაცამ გაავრცელა მოსაზრება, რომ „ქორწილში ყოფილის დაპატიჟება ყოველთვის ცუდი აზრია, თუნდაც იმ შემთხვევაშიც, რომც არაფერი მოხდეს“. ცოტა ხნის წინ ვწერდით ასევე ჩინეთში მოხდარ ინციდენტზე, თაღლით გათხოვილ ჩინელ ქალზე, რომელიც ფულის და საჩუქრების მიღების მიზნით კიდევ სამ კაცზე გათხოვდა, ისე რომ არცერთმა მამაკაცმა ერთმანეთის შესახებ არ იცოდა, საერთო ჯამში ქალმა ქმრებს 660 ათასი იუანი (დაახლოებით 230 000 ლარი) დასცინცლა.(იხილე სტატია) 218 2-ს მოსწონს
|