ქალი და მამაკაცი ქმრიანი ქალი ფარულად კიდევ სამ კაცზე გათხოვდა ფულის და საქორწინო საჩუქრების გამო 2023, 30 ოქტომბერი, 14:15 ჩინეთში, ქმრისგან ფარულად, ქალს ფულის გამო, კიდევ სამ მამაკაცთან ჰქონდა რომანი. ჩინეთში ქმრიანი ქალი გათხოვდა კიდევ სამ მამაკაცზე, რათა მიეღო ფული და საქორწილო საჩუქრები. ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) იტყობინება. 35 წლის ქალი, გვარად ჩჟოუ, ძიანსუს პროვინციიდან, კანონიერად იყო გათხოვილი და ზრდიდა ქალიშვილს, როცა ქმრისგან ფარულად დაიწყო სხვა მამაკაცებთან შეხვედრა. ქალის ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა ცოლის საქმიანობის შესახებ, რადგან სამსახურის გამო იშვიათად იყო სახლში. ჩჟოუმ საყვარლები სამსახურში და ინტერნეტში გაიცნო, სახელად ლო, ჩჟანი და სიუ; ქალი მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა, რის შემდეგაც ცოლად მოყვანას სთხოვდა. ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირების თავიდან ასაცილებლად, ჩჟოუ თითოეულ მამაკაცს ატყუებდა, რომ მას გაუთხოვარის სტატუსი სჭირდებოდა, რათა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიეღო დანგრეული სახლის გამო. თუმცა, სანაცვლოდ საქმროებს სთავაზობდა, რომ არაოფიციალური საქორწილო ცერემონია მოეწყოთ, რათა მიიღონ ფული და საჩუქრები. ქორწილის დროს ჩჟოუ კიდევ ერთ აფერას ატრიალებდა, ქირაობდა ადამიანებს, რომლებიც მისი ნათესავების და მეგობრების როლს თამაშობდნენ.(ფოტოზე) საერთო ჯამში, ქალმა მამაკაცებს ამ გზით 660 ათასი იუანი (დაახლოებით 230 000 ლარი) დასცინცლა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მსხვერპლს ეჭვიც არ შეჰპარვია სხვების არსებობაში. სანამ ჩჟოუ ერთ-ერთ ქმართან იმყოფებოდა, დანარჩენ ორს ამ დროს ატყუებდა, რომ სამსახურიდან ტრენინგზე გააგზავნეს. მოგვიანებით მან მოატყუა ჩჟანს, რომ ტყუპებს ელოდა. ჩჟოუმ თქვა, რომ აპირებდა მშობიარობას სხვა ქალაქში, მშობლების სახლში და გაუგზავნა მამაკაცს ყალბი ტესტის შედეგები, რითაც დასტურდებოდა რომ ის ორსულად იყო. ჩჟანი დარწმუნებული იყო, რომ ტყუპები შეეძინათ. როდესაც ქალმა "იმშობიარა" ის და დედამისი საავადმყოფოში მათ სანახავად მივიდნენ. ჩჟოუმ კვლავ მსახიობი დაიქირავა, რომელიც ექიმის როლს თამაშობდა, თუმცა ექიმის როლის შემსრულებელი ვერ გამოდგა, ვერ უპასუხა ჩჟანის ელემენტარულ კითხვებს, რის შემდეგაც მამაკაცს ეჭვი შეეპარა. მამაკაცმა ჩაატარა საკუთარი გამოძიება და საბოლოოდ გაარკვია, რომ აფერისტი ცოლი ჰყავდა, რომელიც გათხოვილი იყო და პოლიციას დაუკავშირდა. ქალი დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. მას მინიმუმ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მისმა კანონიერმა ქმარმა როგორც კი შეიტყო ჩჟოუს ქმედებების შესახებ, მაშინვე გაყრა გადაწყვიტა. 232 3-ს მოსწონს
|