x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას
ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც შეუძლებელი იყო სმარტფონის ამოღება და წამებში ფოტოს გადაღება, შემდეგ მისი სურვილისამებრ დამუშავება. ოდესღაც კი ყველა ფოტო მხოლოდ შავ–თეთრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კადრებს საკუთარი ხიბლი აქვს, არის რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობაში, რომ დაინახო წარსული ფერებში. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მხატვრები მთელ მსოფლიოში მუშაობენ ძველი ფოტოებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვაზე.



1. ქალი ათავსებს წერილს საფოსტო ყუთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბილ შენობებს შორის. დიდი ბრიტანეთი, 1940 წ.

image



2. მამაკაცი ნავაჰოს ტომიდან ჩაცმულია როგორც ნაიენეზგანი, მითიური გმირი ნავაჰოს მითიოლოგიაში, რომელმაც თავის ძმასთან, ტობაძინთან ერთად გაათავისუფლა სამყარო ანაიებისგან (მონსტრები ნავაჰოს მითიოლოგიაში). ფოტო გადაღებულია 1904 წელს.

image



3. იაპონელი წყვილი სელფს იღებს, 1920 წ.

image



4. ლუი არმსტრონგი უკრავს საყვირზე თავისი მეუღლისთვის, ლუსილისთვის გიზას დიდი სფინქსის წინ, ეგვიპტე, 1961 წ.


image



5. რობინ უილიამსი სანამ ცნობილი გახდებოდა, გამოდის მიმისტის როლში ნიუ–იორკის ცენტრალურ პარკში. 1974 წ.

image

"დანიელ სორინმა გადაიღო ორი მიმისტი ნიუ–იორკის ცენტრალურ პარკში. 2013 წელს დანიელი თავის ნეგატივებს ათვალიერებდა და მიხვდა, რომ ერთ–ერთი მათგანი ოსკაროსანი მსახიობი რობინ უილიამსი იყო".



6. სამეფო საზღვაო ძალების 21 წლიანი გამოცდილების მეცეცხლური, მეტსახელად "პოპაი", გემის "HMS Rodney" ბორტზე. 1940 წლის სექტემბერი.

image



7. "ვარსკვლავური ომების" მსახიობები, 1977 წ. მარცხნიდან მარჯვნივ: ჰარისონ ფორდი (ჰან სოლო), დეივიდ პროუზი (დართ ვეიდერი), პიტერ მეიჰიუ (ჩუბაკა), კერი ფიშერი (პრინცესა ლეია), კენი ბეიკერი (R2-D2) და მარკ ჰემილი (ლუკ სკაიუოკერი).

image



8. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და რალფ აბერნატი მიდიან პირველი გაერთიანებული ავტობუსით. მონტგომერი, შტატი ალაბამა, აშშ, 1956 წლის დეკემბერი.

image



9. დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი, 19 წლის ელისაბედ II 1945 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს სასწრაფო დახმარების მძღოლად მსახურობდა.

image



10. ძირძველი ამერიკელები აფსაროკის ტომიდან, ცხენზე ამხედრებულები ვიგვამის მახლობლად, მონტანას თოვლიან ტყეში. 1908 წ.

image



11. პატარა იტალიელი ჩუქნის ყვავილებს ამერიკელ ჯარისკაცს, რომლის ტანკი გაჩერდა რომის გარეუბანში. 1944 წლის ივნისი.

image



12. მამაკაცი ნავაჰოს ტომიდან. ჩაცმულია, როგორ ტო ნეინილი, წვიმის ღმერთი ნავაჰოს ხალხში, 1904 წ.

image



13. ჰავაიელ სერფერს, ჩარლზ კაუჰას, მიაქვს ალაია, სერფინგის დაფა, რომელიც გამოიყენებოდა ჰავაიში მე–20 საუკუნემდე. ვაიკიკის სანაპიროზე, 1989 წ.

image



14. ესპანეთის სამოქალაქო ომის ცნობილი ფოტო, რომელიც ხუან გუზმანმა გადაიღო. 17 წლის მარინა ხინესტა ხელში მაუზერით M1916, უკან ბარსელონას ხედით. 1936 წლის 21 ივლისი.

image



15. ბელადი ჯონ სმიტი, იგივე თეთრი მგელი, რომელიც ისტორიაში ყველაზე ასაკოვან ძირძველ ამერიკელად ითვლება. ერთ–ერთი ვერსიით, გარდაცვალებისას 137 წლის იყო. ფოტო დაახლოებით 1920 წელს გადაღებულია.

image



16. მატარებელი "მერკური", 1936 წ. სამგზავრო მატარებელი "მერკური" შუა დასავლეთის ქალაქებს შორის მოძრაობდა. მატარებელი შეიქმნა 1936 წელს და იარსება 1959 წლამდე.

image



17. მხატვარი კლოდ მონე თავის ბაღში ჟივერნიში, საფრანგეთი, 1899 წ.

image



18. ებრაელები იძულებით ტოვებენ სახლებს ამსტერდამში 1943 წლის მაისში/ივნისში საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლებისთვის.

image



19. შარლოტა და მარჯორი კოლერები, რომლებიც 1912 წლის აპრილში ტიტანიკის ჩაძირვას გადაურჩნენ. შარლოტას ქმარი და მარჯორის მამა, ჰარვი კოლერი კატასტროფაში დაიღუპა. 1912 წლის ივნისი.

image



20. 81 წლის ნიკოლა ტესლა, 1937 წ.

image



21. ბრიტანელი მაღალი წრის ქალი და სუფრაჟისტი ლედი ნორმანი თავის ავტოპედზე 1916 წელს. ამ მოტოროლერს აწარმოებოდა კომპანია Autoped ლონგ აილენდზე 1915 წლიდან 1922 წლამდე.

image



22. ლევ ტროცკი, ფრიდა კალო და ნატალია სედოვა მექსიკაში, 1937 წ.

image



23. ნაპოლეონის ომების ბრიტანელი ვეტერანი და მისი მეუღლე 1860–იან წლებში.

image



24. ქალებს სატვირთო მანქანიდან ყინული გადმოაქვთ, 1918 წლის 16 სექტემბერი. ადრე ამ საქმეს მხოლოდ კაცები ასრულებდნენ, მაგრამ ომის გამო ქალებს დაავალეს.

image



25. მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონის დაბომბვის შემდეგ ბიჭი ნანგრევებს შორის ზის. ფოტო გადაღებულია 1945 წლის იანვარში.

image



26. დირიჟაბლის "ჰინდენბურგი" კატასტროფა, 1937 წლის 6 მაისი. დირიჟაბლს ლეიკჰერსტის საჰაერო ძალების ბაზაზე დაშვების მცდელობისას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

image



27. ფრანგი ბიჭი ბაგეტით ხელში ქუჩაში მირბის. ფოტო გადაღებულია ფრანგი ფოტოფრაფის, ვილი რონის მიერ, 1952 წელს.

image



28. კომერციული თვითმფრინავის ინტერიერი, 1936 წ. თვითმფრინავი ბრიტანეთის პირველ კომერციულ ავიაკომპანიას Imperial Airways ეკუთვნოდა.

image



29. აშშ–ს მე–16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი 56 წლის ასაკში 1865 წლის 5 თებერვალს, მეორე ინაუგურაციამდე 1 თვით ადრე და მის მკვლელობამდე 2 თვით ადრე.

image



30. მატარებლის ავარია მონპარნასის სადგურზე პარიზში, საფრანგეთი, 1895 წლის 22 ოქტომბერი. მატარებელი ლიანდაგის ხაზიდან გადმოვიდა, შენობის კედელი გაარღვია და სიმაღლიდან ქუჩაში გადავარდა. უცნაურია, მაგრამ დაიღუპა მხოლოდ ერთი ადამიანი, გაზეთების გამყიდველი, რომლის კიოსკზეც კედლის ნატეხები დაეცა.

image



31. ესპანური გრიპის პანდემიის დროს ტრავმაის კონდუქტორი არ ატარებს მგზავრებს ნიღბის გარეშე. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, აშშ, 1918 წ.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დროის ლედის ისტორია ან როგორ ვაჭრობდა ბრიტანელი ოჯახი დროით თითქმის 100 წლის განმავლობაში

2. ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“

3. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)

4. გაიცანით ბოლო ადამიანი, რომელმაც „ტიტანიკი“ დატოვა

5. 20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი მეორე

6. ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო

7. როგორი იყო საბჭოთა მედიცინა – ფოტოები

8. მინი ქვედაბოლოს ისტორია ჩინური ქრონიკებიდან მადონამდე და ბრიტნი სპირსამდე

9. აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან

10. 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
420
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
420