კინო "პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს", თუმცა... 2023, 25 ნოემბერი, 11:20 როგორც "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირი ამბობს: "პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს, თვალები ჰგავს – ჰგავს, ე. ი. ის არის". აქ წარმოდგენილ ფოტოებზეც ჰგვანან ადამიანები ერთმანეთს და ამავდროულად, განსხვავდებიან კიდეც... და ვინ, ვისი ორეულია, თავად გადაწყვიტეთ. კარლა ბრუნი და ბელა ჰადიდი თუ მოდის სამყაროში ოდნავ მაინც ერკვევით, ორ ცნობილ მოდელს შორის მსგავსებაზე, მაშინვე დაფიქრდებით... ამ მსგავსების შესახებ, უკვე რა ხანია საუბრობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელა ჰადიდს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული. თუმცა უცნობია, რამე გაიკეთა თუ არა, რომ კონკრეტულად, კარლა ბრუნის დამსგავსებოდა. მაგრამ, მსგავსება სახეზეა... უილიამ ფერელი და ჩედ სმითი მსახიობს უილიამ ფერელს და Red Hot Chili Peppers–ს მუსიკოსს ჩედ სმითს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებიათ. როგორც ჩანს ბუნებამ "იხუმრა". ახლა ვუყურებთ ამ ადამიანების ფოტოებს და რთული გამოსაცნობია, ვინ ვინ არის? ზოი სალდანა და თენდივე ნიუტონი ერთი ამერიკელია, მეორე – ბრიტანელი და ერთმანეთს, როგორც წყლის 2 წვეთი ჰგვანან. რეჟისორებს შეუძლიათ ამ მსგავსებით ისარგებლონ და მსახიობებს სათამაშოდ, დების როლი მისცენ – ძალიან რეალისტური იქნება. კორტნი კოქსი და ნელი ფურტადო 15 წლის წინ, მათ მსგავსებაზე ხშირად საუბრობდნენ და ხან მათთან ერთად, დემი მურსაც ახსენებდნენ. მაგრამ, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, მური საკმაოდ შეიცვალა და დღეს, ერთმანეთის ორეულებად, მხოლოდ ეს ორი ქალბატონი მოიაზრება. ნატალი პორტმანი და კირა ნაიტლი ამ ორი მსახიობის მსგავსებაზეც ხშირად საუბრობდნენ. ისე, თუ დავაკვირდებით, სახის ცალკეული ნაკვთი, თითქოს განსხვავებული აქვთ, მაგრამ იერი – ერთნაირია... ტიფანი კლაუსი და ანჯელინა ჯოლი ტიფანი კლაუსი ამერიკელი მსახიობია და განსაკუთრებული სახელი და დიდება, პროფესიული თვალსაზრისით, ჯერ–ჯერობით, ვერ მოიხვეჭა. მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავთან მსგავსებით – ის ანჯელინა ჯოლის ტყუპისცალივით ჰგავს. ბონო და რობინ უილიამსი მუსიკოსი ბონო და მსახიობი უილიამს ხშირად ერეოდათ ერთმანეთში, რადგან ტყუპებივით იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს რობინ უილიამსი აღარ არის და ორეულებიდან, მარტო ერთი დარჩა. ჰილარი სუონკი და ჯენიფერ გარნერი ეს ორი ხომ, საერთოდ დებივით არიან. იქნებ ამერიკაში ბიოლოგიური 3D პრინტერი აქვთ და ერთნაირ ადამიანებს "ბეჭდავენ"?! არხის სხვა სიახლეები:* რატომ აღარ მიდიან მთვარეზე?! – NASA–ს საიდუმლო* ცნობილი ადამიანების იშვიათი ფოტოები* საოცარი ხილი, რომლის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად161 შეფასება არ არის
|