ქალი და მამაკაცი რა რაოდენობის თანხა უჯდებათ ქმრებს ცოლის ღალატი? 2023, 14 ნოემბერი, 19:31
მეუღლის ღალატი თვეში საშუალოდ 4657 ევრო ჯდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იტყობინება.
ტიპიური ხარჯები გამოითვალა კომპანია Ashley Madison-მა, რომელიც ფლობს გაცნობის პოპულარულ აპლიკაციას და რომელიც განკუთვნილია დაქორწინებული ადამიანებისთვის. ესპანეთში მას 1, 7 მილიონი ადამიანი იყენებს - უფრო მეტი, ვიდრე საფრანგეთში, იტალიაში ან გერმანიაში. Ashley Madison-ის შეფასებით თვეში საშუალოდ 4657 ევრო ჯდება ცოლ-ქმრული ღალატი კომპანიის გამოთვლით, ყველაზე მეტი თანხა სასტუმროს ნომრებზე იხარჯება, რომლებსაც მამაკაცები პაემნებისთის ქირაობენ. ეს ხარჯი თვეში 1944 ევროს აღწევს. თვეში საშუალოდ 818 ევრო იხარჯება რესტორნებზე, 408 ევრო საჩუქრებზე, ხოლო თვეში 600 ევრო პირადად თავის მოვლაზე. იმისათვის, რომ კანონიერი მეუღლეები არ დაეჭვდნენ, მოღალატ ქმრები მათ ჩუქნიან ყვავილებს ან საჩუქრებს. ეს არის კიდევ არის 640 და 351 ევრო თვეში, შესაბამისად. მაგრამ სექსისა და მრუშობისთვის განკუთვნილი ქალაქგარეთ გატარებული შაბათ-კვირა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ სასტუმროს ქირავნობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რაღაც ფილმის სიუჟეტად მოგეჩვენოთ, საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ქირაობს კომპანიებს ალიბის უზრუნველსაყოფად. ეს კომპანიები იტყუებიან, რომ უქმე დღეებში ოჯახში ქმრის(ან ცოლის) არ ყოფნა სამსახურთან არის დაკავშირებული. ასეთი შაბათ-კვირის ალიბის შექმნა 150 ევროდან და 250 ევრომდე ღირს, დამოკიდებულია ამოცანის სირთულეზე. ყველა ალიბი უნიკალურია და ინდივიდუალურად შეირჩევა კლიენტისთვის. ადრე ვწერდით ბრიტანელ ოთხი შვილიან ცოლ-ქმარზე, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ერთმანეთის ღალატმა მათი ურთიერთობა გაამყარა და კარგის გარდა არაფერი მოუტანა. მათ ისტორიას გამოცემა Daily Mirror-ი ავრცელებს. ასევე ბრიტანელ წყვილზე, სადაც ქმარი თავად ეხმარება ცოლს სექსუალური პარტნიორების პოვნაში. მან მეუღლისთვის გაცნობის საიტზე გვერდი შექმნა და ფოტოებიც გადაუღო პოტენციური საყვარლების მოსაზიდად. ქმარი აღიარებს, რომ არ ეჭვიანობს იმ მამაკაცებზე, ვისთანაც მის ცოლს სექსი აქვს. მან აღნიშნა, რომ ბევრად უფრო უსიამოვნო იქნებოდა, რომ დაინახოს პარტნიორი ქალი, სხვა მამაკაცთან ხელჩაჭიდებული. 125 2-ს მოსწონს
|