საქართველო "დღეს სისტემამ დაბდღე მიულოცა იმით, რომ განსაკუთრებით დიდი ხანი აცდევინეს შემოსასვლელად" - სააკაშვილი გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს 2023, 11 ნოემბერი, 14:09 "გიული ძალიან, ძალიან მიყვარხარ", - ასე ულოცავს სააკაშვილი დედას დაბადების დღეს. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას დაბადების დღე აქვს. ის 77 წლის შესრულდა. სააკაშვილმა მას ფეისბუქ- გვერდზე მიულოცა და აღნიშნა, რომ გიული ალასანია დიდი ხანი ალოდინეს მასთან შესასვლელად. "დღეს დედაჩემის დაბადების დღეა! როგორც ყოველთვის, ბოლო მრავალი თვის განმავლობაში, ის იქნება ჩემს გვერდით, ვივამედის გისოსებიან პალატაში, რომელშიც თითქმის ვერ აღწევს ჰაერი და შუქი. ის დგება დილით ადრე, მიმზადებს საკვებს, მოაქვს, შემდეგ მიდის სამსახურში, (გიული საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრეზიდენტია) საღამოს 6 საათამდე ბრუნდება უკან (მარტო 6-მდე უშვებენ) და მოაქვს მეორე პორცია. შემდეგ მიდის სახლში, იღებს უამრავ ხალხს. ეს ვიზიტები, შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გვიან ღამემდე, სადღაც დილის 3-მდე გრძელდება და შემდეგ ისევ დილით ადრე დგება, ამასთან ერთად, ახერხებს შვილიშვილების ნახვას და მათზე ზრუნვას, ასევე აგრძელებს მუშაობას, თვალებანთებული მიყვება ხოლმე თამარ მეფეზე მის ახალ კვლევაზე და ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებზე - ამ კვირებში გამოდის გიულის ახალი წიგნი. დღეს დედაჩემი გიული ალასანია 77 წლის გახდა. მინდა აქ ვუთხრა ის, რაც ჩვენი შეხვედრების დროს როგორც წესი არ ვეუბნები - გიული ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი ვარ, ძალიან განვიცდი, რომ ამხელა ტვირთად დაგაწექი და უზომოდ მადლობელი ვარ შენი სიყვარულისთვის და ასეთი თავდადებისთვის. P.S დღეს სისტემამ დაბდღე მიულოცა იმით, რომ განსაკუთრებით დიდი ხანი აცდევინეს შემოსასვლელად", - წერს სააკაშვილი მისალოც პოსტში.
51 1-ს არ მოსწონს |
სუკიასიანის დროს ნაწამები და მოკლული პატიმრები.https://intermedia.ge/vid/526877-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1/
რა არ მოხდებოდა რომ ამ დენიკინის ბოზზს გიულას ეს ურჩხული არ გაეჩინა
https://intermedia.ge/vid/528015-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-55-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C/1/